კარდიოლოგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - კარდიოლოგია


ტკივილი გულმკერდის არეში - კარდიოლოგია

კითხვა: დილა მშვიდობისა მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ დიდი მადლობელი ვარ თქვენი და მთელი კოლექტივის რომ ასე გულთან მიგაქვთ ავადმყოფის პრობლემები.არ მინდოდა თქვენი შეწუხება ზედმეტად მაგრამ ვხედავ რომ ჯამრთელობა დღითიდღე უარესდება ჩემი. სიმართლეს კი ვერსად ვაღწევ.ეხლა რაც შეეხება ჩემს პრობლემას მოკლეთ გეტყვით ,მარჯვენა მხარეს გულის პირდაპირ მაქვს ტკივილები საშინელი ,მუდმივად მარჯვენა მხარეს ვეღარ ვწვები.რამე რომ დავიკავო ამ მხარეს ხომ გამორიცხულია,ვიყავი უბნის ექიმთან მითხარა ტახიკარდია და სტეონოკარდიას ვფიქრობ თუ არ გამოვლინდა უარესიო ანუ მიკროინფაქტი თუ არ გაქვს გადატანილიო გამიშვა კარდილოგთან კარდიოგრამა გადიღე სასწრაფოდო, მაგრამ ამათ არც კადიოგრამას ვენდობი და არც ექიმებს. ეხლა მაინტერებს როგორ კარგი ექიმები და როგორც კარგი კოლექტვი რა შეიძლება იყოს ტკივილის გამომწვევი რასთან გვაქვს საქმე გთხოვთ მიპასუხოთ და ვის მივმართო ამისთვის

იხილეთ პასუხი

სკოლიოზი - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა .დამიდგინდა სქოლიოზი მაღალი ხარისხის.მაქვს ტკივილი მკერდის ძვლის მარხენა მხარეს და მკერდის ქვეშ.შესაძლოა თუ არა ამ პრობლემამ ამ მიდამოს ტკივილი გამოიწვიოს .

იხილეთ პასუხი

თრომბოფლებიტი, მოციმციმე არითმია- კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ჩემი მეუღლე არის 62 წლის. აქვს გულის მოციმციმე არითმია, ასევე ტრომოფრებიტი. ექიმის რჩევით იღებდა 1 ტაბლეტ ვარფარინს. 31.07.2018 წელს INR ჰქონდა 1.80. 25.09.2018 ში INR მოვიდა 0.99. ექიმმა ურჩია ვარფარინის დოზა გაეზარდა და აწი მიეღო ორი ტაბლეტი. 05.11.2018 ში INR ჰქონდა 5.78 რაც ნორმას ძალიან აჭარბებს. თავს ცუდად გრძნობდა, დაეწყო სისხლიანი შარდდენა (უკვე აღარ აღენიშნება) ექიმმა ურჩია შეეწყვიტა ვარფარინის მიღება, თავისით დარეგულირდესო და 10 დღის შემდეგ ისევ ვნახოთო. რაიმე სხვა ზომების მიღება ხომ არ არის აუცილებელი? P.S სისხლიანი შარდდენა როცა ჰქონდა, თირკმლის არეში და მთელი მუცლის არეში ძლიერი ტკივილი ჰქონდა, გვეგონა კენჭის გავლა იყო, ეხოსკოპიაზეც იყო და უთხრეს რომ არ ყოფილა კენჭის გავლა. თუ შეგიძლიათ კვალიფიციური და კომპედენტური ექიმი გვირჩიოთ ვისთანაც მივალთ.

იხილეთ პასუხი

ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა, დედაჩემს თვალი უთამაშებს და წნევა ხშირად მაღალი აქვს, რისი ბრალი იქნება?

იხილეთ პასუხი

არითმია - კარდიოლოგია

კითხვა: ისრაელ-საქართველოს ერთობლივ კლინიკა "გიდმედში" მ/წლის 31 ოქტომბერს 15:00 საათზე შემიყვანეს საოპერაციოდ ხერხემლის მე-4 - მე-5 მალების დაზიანებისა და თიაქარის ლიკვიდაციის მიზნით. დაიწყეს ოპერაცია, მაგრამ იგი ვერ დაასრულეს, რადგან ექიმის განმარტებით, ოპერეციის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათიის შემდეგ ინტრაოპერაციულად გამოიხატა წიანაგულოვანი ექსტრსისტოლია, ბიგემანიის ტიპის ჰემოდინამიკური პარამეტრების დარღვევა და ვინაიდან ოპერაციის ეტაპი მოიცავდა ჯერ მხოლოდ კანქვეშა ქსოვილის მობილაზაციის ეტაპს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ოპერაციის შეწყვეტის შესაებ. ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ოპერაციის წინა დღეს,დამატებითი საფასურის გადახდის შემდეგ იმავე კლინიკაში და მათ მიერ მითითებულ სხვა კლინიკებში ჩამიტარდა ლაბორატორიული ანალიზები, კარ- დიოლოგიური გამოკვლევევბი, ჩამიტარდა კარდიოლოგიური გამოკვლევა, გადავიღე ფილტვების რენტგენი. გულთან დაკავშირებით ახლო პერიოდში კარდიოგრამის არაერთი გადაღებისას რაიმე განსაკუთრებული შენიშვნები არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ეს გარემოება გამოწვეული უნდა იყოს ანესტეზიოლოგის არასწორი მოქმედებების გამო. გთხოვთ მომწეროთ თქვენი მოსაზრება ამ მდგომარეობის გამო და იმის შესახებ, თუ რა საჭირო პევენციული ზომების მიღებაა საჭირო განმეორებითი ოპერაციის ჩატარებამდე

იხილეთ პასუხი

ძილის დარღვევები, ჰიპოტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: ვარ 38 წლის ღამით ძილში მეღვიძება რამოდენიმეჯერ,თითოეული ჩაძინების ხანგრძლივობა მაქვს 2-3 საათი.ძილში მაღვიძებს ჰაერის უკმარისობა ვისინჯავ თან წნევას და მაქვს 100-55 ზე,შემდეგ წამოვჯდები და წამოჯდომისას ცოტა ხნით თავბრუს მახვევს,დაბალი წნევა კი თანდათან გამივლის 10-15 წუთში ,შემდეგ წნევა მაქვს 140-100ზე ასე მეორდება მეორე გაღვიძებისას,ხოლო მესამე გაღვიძებისას მაქვს ძლიერი გულისცემა დაბალ წნევასთან ერთად 100-55 ზე და გულზე ცუდად ვარ.დილით ძალაგამიცლილი ვარ მთელი დღე.რისი ბრალია ეს ყოველივე და უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი გულის პრობლემებს?

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს