მოგესალმებით,
ქუთუთოს თამაშთან დაკავშირებით, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, შესაძლოა საქმე ეხებოდეს, სახის მეშვიდე ნერვის დისფუნქციას.
რაც შეეხება მაღალ წნევას, აუცილებელია, თავდაპირველად დაისვას არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი. დიაგნოზი დაისმის, როდესაც მინიმუმ ორჯერ ერთკვირიანი შუალედით გადამოწმებისას არტერიული წნევა ნორმულ მაჩვენებლებს აღემატება. ამის შემდეგ ჰიპერტენზიის ხარისხისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკფაქტორთა თანაარსებობის საფუძველზე ვადგენთ მკურნალობის სტრატეგიას.
გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას.
● წნევის გაზომვა სასურველია ერთსა და იმავე დროს, რადგანაც ადამიანს დღის განმავლობაში არტერიული წნევის დაახლოებით 100 000 განსხვავებული მაჩვენებელი უფიქსირდება. შესაბამისად, ერთჯერადი გაზომვის მაჩვენებელი შეფასებისათვის არ გამოდგება;
● არტერიული წნევის გაზომვის წინ საჭიროა დასვენება არანაკლებ 5 წუთი;
● გაზომვის დროს უნდა დაჯდეთ და მიეყრდნოთ სკამის საზურგეს, და უძრავი ხელი მოხერხებულად დადოთ მაგიდაზე;
● მანჟეტი წინამხარზე უნდა იყოს შემოხვეული გასაბერი ნაწილის ცენტრით პირდაპირ მხრის არტერიაზე, ხოლო მანჟეტის ქვედა კიდე უნდა იყოს იდაყვის ნაღუნის ზემოთ დაახლოებით 2-3 სმ-ზე;
● ფეხები გაზომვის დროს არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული;
● ტერფები უნდა იდოს იატაკზე;
● შარდის ბუშტი არტერიული წნევის გაზომვის წინ უნდა დაცარიელდეს;
● მხარზე არ უნდა იყო შემოჭერილი ტანსაცმელი (მითუმეტეს დაუშვებელია ტანსაცმლიდან გაზომვა);
● განმეორებით გაზომვამდე უნდა გავიდეს 1 წუთი.
სასურველია გამოირიცხოს გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !