კარდიოლოგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - კარდიოლოგია


ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მადლობა ამ საშუალებისათვის. გთხოვთ მჭირდება თქვენი რჩევა. უკვე 3 წელია მაქვს მაღალი წნევა. ხშირად 170/100 და უფრო მაღალი. უამრავი რამ ვცადე. ვიარე ექიმთან. ჩავიტარე გარკვეული კვლევები.რაიონში.არ მაქვს საშუალება ძვირადღირებული კვლევის ჩატარების.ახლა ვსვამ თვითნებურად წამლებს. უფრო ხშირად snap. H ა.შ.კლოფელინს.თუმცა რეგულარული მიღების შემდეგ წნევა მივარდება. მაქვს თავის გაცხელების შეგრძნება. თუმცა დააკვირდი და უფრო მეტად ემოციურად დატვირთვის შემდეგ მემართება.სკოლაში 1.2 გაკვეთილი კარგად ვარ შემდეგ მიწევს მაღლა.არ ვიცი როგორ მოვიქცე. იქნებ მირჩიოთ რამე. კონკრეტული კვლევა ან მედიკამენტი. ისე არ მაქვს საშუალება და ვფიქრობ ასე კარგად ვერ დაასრულებს. მადლობელი ვიქნები თუ გულისხმიერად მოეკიდებით ჩემს თხოვნას. ექიმთან ვიზიტი უკვე იქცა აუტანელი პროცედურად. იქ რიგები და ფორმალობა უარესად მხდის.

იხილეთ პასუხი

არითმია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა!ვარ 34წლის,ნოემბრის თვიდან მაქვს არითმია გადავიღე ექოსკოპია გულზე,კარდიოგრამა გამოვიკვლიე ჩიყვი როგორც ექოსკოპიით ასევე ანალიზებით,თირკმელი,ნაღველი მუცლის ღრუ მთლიანად.ვსვამდი კორდარონს,კარდიო მაგნილს,კარდიო გარდს,ანაპრილინს მდგომარეობა იგივეა დამიდგინეს რომ ეს ნერვული დაზიანებაა და ორგანული მიზეზი არაფერი აღმენიშნება,არ ვნერვიულობ სანერვიულო გამოვიარე ეხლა მშვიდათ ვარ!რა გავაკეთო კიდევ

იხილეთ პასუხი

ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: წნევა მაქვს 140/100-ზე. როგორ შეიძლება ქვედა ზღვარი 80-ზე რომ ჩამოვიყვანო?

იხილეთ პასუხი

მიოკარდიუმის ინფარქტი- კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა,37 წლისამ მივიღე პირველი ინფაქტი სუსტი ფორმით,სახსრების გამო ბოლომდე ვერ ვიმკურნალე,მეორე უფრო რთული ფორმით 44 წლის ასაკში,მთელი მარცხენა მხარე ვიყავი უამრავი ჩატრომბილი წერტილებით სახის არეშიც კი,დაახლოებით 7 საათი მოძრაობის უნარი არ მქონდა და მარცხენა გულის არის გაუსაძლისი ტკივილი, თითქოს დანის წვერით გულს მისერავდნენ,ეს მკურნალობაც ბოლომდე ვერ დავისრულე, მის შემდეგ მუდმივი ყრუ ტკივილი მაქვს,თუმცა ხშირია მომატებული ტკივილი და გადადის მკერდის ძირთან წვაში,ძალიან მალეც ვიღლები და სულ მეძინება,ბოდიშით შეიძლება უაზრო კითხვა დაგისვა,თქვენი აზრით შეიძლება იყოს საშიშრობა,ან არსებობს ისეთი წამალი რომ ცოტა ძილიანობა მომეხსნას? როდესაც მეძინება უფრო მემატება ტკივილი,ბოდიშით თუ ბევრი და გაურკვეველი რამ მოგწერეთ

იხილეთ პასუხი

არითმია- კარდიოლოგია

კითხვა: მაქვს არითმია რა წამალი უნდა მივიღო

იხილეთ პასუხი

პროტეინი, არითმია- კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა!24 წლის ბიჭს,რომელიც შტანგებითაა გატაცებული და პროტეინების მიღებას მიჰყო ხელი,ბოლო დროს დაეწყო გულის აჩქარება,შფოთი,გონს ვკარგავ თითქოსო,ღამე რაღაც მაღვიძებსო ძალიან აღშფოთებულსო,მუხლებში კანკალი მეწყებაო.აქვს წამლის მიმართ უნდობლობა.ასეთი არ იყო ეს დაეწყო თებერვალ-მარტიდან.გთხოვთ მითხრათ რომელ სპეციალისტს მივმართო?რა სახის გამოკვლევებია საჭირო?

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს