ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ქირურგია
ლიპომა - ქირურგია
კითხვა: გამარჯობა! თუ შეგიძლიათ, დამაკვალიანოთ და დამეხმაროთ. დედას ყურის მიდამოში აქვს რაღაც კვანძოვანი რომელიც თითქმის 2 წელია შევამჩნიეთ, ტკივილით არ აწუხებს მაგრამ რაღაც დისკომფორტს განიცდის, შარშან ზუსტად ამ პერიოდში ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ჩავიტარეთ გამოკვლევა, გადავიღეთ რედგენი და სურათმა გვიჩვენა ერთი დიდი და რამოდენიმე მცირე ზომის წარმონაქმნები, გავიკეთეთ ბიოფსიაც, რადგან ვშიშობდით ცუდ წარმონაქმნზე, რაც როგორც გვითხრეს ეს იყო ცხიმ გროვა , დაგვინიშნეს 2 სახის ანტიბიოტიკი, სახელი აღარ მახსოვს, და გვითხრეს რომ მოგვემართა ყბა სახის ქირურგისთვის. მაგრამ სამწუხაროდ რადგან რაიონიდან ვართ ამბროლაურიდან ვეღარ მოვახერხეთ ექიმთან მისვლა, დედას აქვს ამავე დროს შაქრიანი დიაბეტი, და ამ ბოლო დროს 4 თვეა თითქმის წნევები აქვს ძალიან მაღალი და აწუხებს თავის ტკივილი. ხომ არ შეიძლება ეს იყოს ამის გამომწვევი და საშიში ხომ არაფერია. მირჩიეთ საუკეთესო ექიმი ვის მივმართო. მადლობა ყურადღებისთვის. ველოდები თქვენს გამოხმაურებას.
ლიპომა - ქირურგია
კითხვა: მოგესალმებით,წელის მიდამოში მაქვს 8-10სანტიმეტრიანი ლიპომა,მოგრძო ფორმის.როგორი ოპერაციული ჩარევა დასჭირდება და რა ღირს,გთხოვთ მიპასუხოთ
ასციტი- ქირურგია
კითხვა: გამარჯობა.სითხე მაქვს მუცელში.ჩავიტარე 6 თვიანი კურსი C ჰეპატიტზე.თუ არის ისეთი წამალი რომ სითხე აღარ მქონდეს.
ფრჩხილის ტკივილი - ქირურგია
კითხვა: გამარჯობა.გთხოვთ მითხრათ რა მჭირს .მხოლოდ ერთ თითზე ფრჩხილი თუ მომიხვდა რამეზე საშინელი ტკივილი მაქვს თითქმის შეწუხებამდე.
ქოლელითიაზი - ქირურგია
კითხვა: გამარჯობა,ვარ 54 წლის ნაღვლის ბუშტში მაქვს ქვა,ფაქტობრივად ვარ საოპერაციო.მაგრამ მეშინია და თავს ვიკავებ,ერთი კვირის წინ წნევა მქონდა 180/100,კრიზი,ღებინება,რადიოლოგმა მითხრა ნაღვლის ბუშტის ანთება,ერთი თვე მხოლოდ სუხარი,ჩაი და უმარილო ყველი მიირთვიო,წამალი არ დაუნიშნავს,მართალი გითხრათ ოზურგეთში არ ვფიქრობ არც ოპერაციას და არც მკურნალობას,იქნებ მირჩიოთ რაიმე და დამეხმაროთ მკურნალობის მხრივ ოპერაციამდე,ან იქნებ ქირურგიის გარეშე გამოვიდე მდგომარეობიდან,ჯერჯერობით ვსვამ საჭმლის მოსანელებელ საშუალებებს მხოლოდ,წინასწარ გიხდით მადლობას.
ჭიპის თიაქარი - ქირურგია
კითხვა: გამარჯობა, მუცელი მაქვს შესიებული ჭიპის ქვემოდან და კანი მაქვს გამაგრებული ოდნავ შეფერილია მუქად და განვიცდი სიმძიმეს, სისხლ ძარღვებიც მაწუხებს როგორც ზამთარი მოვა მიჭირს სუნთქვა და ღამე დაძინება. იქნებ მითხრათ რა მჭირს რომელ ექიმთან მივიდე ან რა გავაკეთო, მადლობა ყურადღებისთვის
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.