კითხვა: გამარჯობა.სითხე მაქვს მუცელში.ჩავიტარე 6 თვიანი კურსი C ჰეპატიტზე.თუ არის ისეთი წამალი რომ სითხე აღარ მქონდეს.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ასციტი – ესაა მუცლის ღრუში სითხის დაგროვება. რომლის გამომწვევი ძირითადი მიზეზია ღვიძლის ციროზის დროს პორტული ჰიპერტენზია.
კლინიკურად ასციტი მუცლის ღრუში 1 ლ-ზე მეტი სითხის არსებობის შემთხვევაში ვლინდება.
ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებს , როგორც წესი, გამჭვირვალე ასციტური სითხე აქვთ, ხოლო ცილების კონცენტრაცია არ აღემატება 2,5%-ს. სითხე უმთავრესად ენდოთელიუმის უჯრედებს შეიცავს, თუმცა განმეორებითი პუნქციის გამო მუცლის ფარი ღიზიანდება და ამის გამო შესაძლოა, სითხეში ლეიკოციტებიც კი გაჩნდეს.
მუცლის ღრუში სითხის შესამცირებლად გამოიყენება შარდმდენი საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები, საჭიროა წყალმარილოვანი ცვლის კორექცია და პორტული ჰიპერტენზიის შემცირება. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობისას სითხე შეიძლება ამოღებულ იქნეს პუნქციით - ლაპაროცენტეზით (აბდომინალური პარაცენტეზით) , რომელიც ტარდება შარდის ბუშტის წინასწარი დაცლის შემდეგ.
ქირურგიულ მკურნალობას უმთავრესად მაღალი პორტული ჰიპერტენზიის დროს მიმართავენ, რათა შეამცირონ წნევა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ასციტური სითხის შეწოვისთვის სათანადო პირობები შექმნან.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, სახსრების ტკივილთან დაკავშირებით, მიჰყევით ექიმის რეკომენდაციას, ჩაიტარეთ C რეაქტიული ცილის განსაზღვრა და შედეგები გააცანით მას.
ასციტის მკურნალობის მეთოდის შერჩევისათვის კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა