ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ტრავმატოლოგია
ოსტეოპენია - ტრავმატოლოგია
კითხვა: გამარჯობა,მაქვს ძვლების ტკაცუნი ყველგან თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს და გამომშრალი მაქვს ძვლები,გავიკეთე ოკტომბერში ყველანაირი ანალიზი ყველაფერი რიგშია კალცი ნორმა მაქვს სისხლში და მერე გადავიღე დესინომეტრია და იქ დამისვეს დიაგნოზი ოსტროპენია,გამომიწერა კალცი 3 თვე ვსვი მაგრამ არანაირი შედეგი არ აქვს,გთხოვთ დამაკვალიანეთ რაგავაკეთო,არ მაქვს საშვილოსნო ვარ 34 წლის ,მეორე ბავშვზე ამომიღეს
ქუსლების ტკივილი - ტრავმატოლოგია
კითხვა: მაწუხებს ქუსლების ტკივილი გავიკეთე დოპლერი მაქვს ვენების ქრონიკული უკმარისობა მაგრამ მითხრეს რომ ეს არ არის ამის ბრალი რომელ ექიმს უნდა მივმართო
ტერფის ტკივილი - ტრავმატოლოგია
კითხვა: გამარჯობა. მაწუხებს ფეხების ტკივილი ვარ 55 წლის რომ დავჯდები და შემდეგ ავდგები წვივები და ტერფები მტკივა და მარჯვენა ფეხით ტერფის წინა ნაწილი შემდეგ სიარულში გამივლის რისი ბრალია მაინტერესებს
ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია
კითხვა: მტკივა მუხლის თავები ,მაქვს სიმაგრეები ორივე მუხლში.რა უნდა გავიკეთო და რა იქნება გადასახადი, ვარ მასწავლებელი და დამეხმარება თუ არა დაფინანსება?
ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია
კითხვა: გაკეთებული მაქვს მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობის ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ შეზღუდული მაქვს თეძოს სახსრის მოძრაობა, ასე გავატარე წლები, შემდგომ უკვე 3-4 წელია მეორე ფეხზე დამემართა ნერვის ანთება და დღემდე მტანჯავს მკურნალობით თითქოს უკეთესობაა, მაგრამ თანდათან ვგრძნობ, რომ მკვეთრ მოძრაობებს ვეღარ ვაკეთებ. ამასთანავე მოგახსენებთ, რომ მარცხენა ფეხი, რომელზეც ოპერაცია მაქვს გაკეთებული 4 სმ-ით მოკლეა როგორც ქირურგმა მითხრა. ვარ 48 წლის გადავწყვიტე გავიკეთო ოპერაცია. შესაძლებეელია თუ არა მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირება და ფეხის დაგრძელება მოხდეს ერთდროულად. ვცხოვრობ რაიონში, ექიმთან ვიზიტისთვის დამჭირდება თუ არა ფორმა 100-ის წარმოდგენა რაიონიდან? რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს ოპერაცია და ღირს თუ არა გარისკვა?
მუხლის სახსრის ართროზი, სინოვიტი - ტრავმატოლოგია
კითხვა: მარცხენა ფეხზე (მუხლზე) გავიკეთე ექოსკოპია და მითხრეს რომ სითხე მაქვს მცირე რაოდენობით...4წლის უკან დავეცი..განვითარდა ართროზი...2 ჯერ დიპროსპანი 10 დღის შუალედით 3 ნევსი გამიკეთეს.ამჟამად ვგრძნობ ტკივილს...გამაყუჩებელი მიყუჩებს მაგრამ მაინტერესებს რა უნდა მივიღო რომ ეს სითხე გაიწოვოს..
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.