გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ლეიკოენცეფალოპათია - ნევროლოგია
კითხვა: მოგესალმებით, ჩემმა ძმამ ცოტა ხნის წინ მოულოდნელად დაკარგა მეხსიერება, თითქმის აღარაფერი აღარ ახსოვს. გვყავდა მიყვანილი ჩვენი რაიონის კლინიკაში და გვითხრეს, რომ დიაგნოზია ლეიკოენცეპალოპათია.თუ შეგიძლიათ მითხრათ პროგრესირებს თუ არა ეს დაავადება და რამდენად სწრაფად. როდის შეიძლება თქვნს კლინიკაში მოსვლა და წინასწარ როგორ უნდა ჩავეწეროთ?
ქვემო კიდურების დაბუჟება - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა! მაქვს ფეხების დაბუჟებები და რისგან გამოწვეული უნდა იყოს? წინასწარ მადლობთ.
თეთრად შლა - გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა, დიდი ხანია მაწუხებს თეთრად შლა სიცივეში უფრო ხშირია გამონადენი რისი ბრალი შეიძლება იყოს და შესაძლოა თუ არა რაიმე კავშირი ჰქონდეს აკნესთან .
თავის ტკივილი - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა.. თავის ტკივილები მაწუხებს ამავედროს თავბრუსხვევები თვალიდან თითქოს ბუნდოვნად ვხედავ ხანდახან. მეჩვენება თითქოს რაღაცამ გაიარა გვერდზე შავმა.. ხშირად მემართება ბოლო პერიოდია და რაშეიძლება იყოს?
ფიბროადენომა - მამოლოგია
კითხვა: გამარჯიბა მაქვს მარჯვენა მკერდში ფიბროადენომა სამი კვანძი. დამინიშნეს მკურნალიბა შესაზელი კრემი და დასალევი ტაბლეტები.არის შანსი რომ გაიწოვოს? თუ ოპერაციაა გამოსავალი.ან ორსულიბამ და ძუძუთი კვებამ ხომ არ შეიძლება გააქროს?
თრომბოფლებიტი, მოციმციმე არითმია - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობა. ჩემი მეუღლე არის 62 წლის. აქვს გულის მოციმციმე არითმია, ასევე ტრომოფრებიტი. ექიმის რჩევით იღებდა 1 ტაბლეტ ვარფარინს. 31.07.2018 წელს INR ჰქონდა 1.80. 25.09.2018 ში INR მოვიდა 0.99. ექიმმა ურჩია ვარფარინის დოზა გაეზარდა და აწი მიეღო ორი ტაბლეტი. 05.11.2018 ში INR ჰქონდა 5.78 რაც ნორმას ძალიან აჭარბებს. თავს ცუდად გრძნობდა, დაეწყო სისხლიანი შარდდენა (უკვე აღარ აღენიშნება) ექიმმა ურჩია შეეწყვიტა ვარფარინის მიღება, თავისით დარეგულირდესო და 10 დღის შემდეგ ისევ ვნახოთო. რაიმე სხვა ზომების მიღება ხომ არ არის აუცილებელი? P.S სისხლიანი შარდდენა როცა ჰქონდა, თირკმლის არეში და მთელი მუცლის არეში ძლიერი ტკივილი ჰქონდა, გვეგონა კენჭის გავლა იყო, ეხოსკოპიაზეც იყო და უთხრეს რომ არ ყოფილა კენჭის გავლა. თუ შეგიძლიათ კვალიფიციური და კომპედენტური ექიმი გვირჩიოთ ვისთანაც მივალთ.