შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


მეტეორიზმი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ვარ 24 წლის მაწუხებს ნაწლავის შებერილობა 1კვირაა,მუცლის ტკივილი მარჯვენა ქვედა მხარეში,ბრინჯის დიეტით გამოვკეთდი მაგრამ მწვანე ლობიოს მიღებიდან 1 საათში დამეწყო კუჭის ტკივილი,დეფეკაცია ნორმალური მაქვს,არ მშველის ნახშირი. თქვენთან ვიყავი გასულ თვეში და გასინჯვისას ვიყავი შებერილი,ბრმანაწლავის ბრალი არ არისო,არ შემიძლია ენოდოსკოპის გადაყლაპვა....რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ეს სიმპტომები ჩემ ასაკში და როგორი დიეტა დავიცვა?

იხილეთ პასუხი

მუხლის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ 16 წლის , მარცხენა ფეხი მტკივა მუხლთან , მიჭირს ფეხის სრულად გაშლა ძილის დროს , ასევე ხშირად ადგომა ,დაჯდომის დროსაც მტკენს , ტკივილი ენით აღუწერელია , ექიმს გავესინჯე მან კი ქირურგთან გამწერა ,სამწუხაროდ ფულის უქონლობის გამო ვერ მოახერხეს ჩემებმა ,ჩემი წაყვანა ქირურგთან , შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ ვუმკურნალო სახლის პირობებში ? ასევე გაცნობებთ რომ ელ ფოსტას აღარ ვხმარობ ,ახლა ჩემთან დაკავშირება მხოლოდ იმ ნომრითაა შესაძლებელი , რომელიც მივუთითე

იხილეთ პასუხი

ნეკნთაშუა ნევრალგია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა ,რაღაც კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ ,რომ დამეხმაროთ ...ანუ ტკივილი მაქვს წინა მზარეს ნეკნების ბოლოში და ამავდროულად სიცივეს ვგრძნობ გვერდების არეში ორივე მხარეს დათუ შეგიძლიათ მიახლოებით მითხრათ რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული

იხილეთ პასუხი

ლიმფოსტაზი - ანგიოლოგია

კითხვა: 9 წელია მაქვს ქვედა კიდურების ლიმფოსტაზი, შესაძლებელია თუ არა მისი განკურნება. პოსტოპერაციულია.

იხილეთ პასუხი

ელენთის კისტა - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: 0,6 სმ მაქსიმალური დიამეტრის კისტა 4წლის ბავშვისთვის ელენთაში რა რისკს წარმოადგენს?

იხილეთ პასუხი

ამოსახველებელი საშუალება - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: 3 წლის შვილიშვილი მყავს და ვირუსმა ნახველი დაუტოვა და ვერ ამოაქვს არ არსებობ რაიმე წამალი რომელიც ნახველს ჭრის რომ მომწეროთ და რა დოზით მივცე.

იხილეთ პასუხი