შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


სისხლდენა მშობიარობისას - ორსულობა

კითხვა: მოგესალმებით, ორი წლის მანძილზე ვსვამდი დიანე-35, შემდეგი 5 თვე ნორკალუტს და ერთი თვის დანებების შემდეგ დავრჩი ორსულად. მესამე ფეხმძიმობაა. ახლა მიმდინარეობს ორსულობის 35 კვირა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიანე-35 ვსვამდი პრობლემების გამო, რომელიც ექიმმა დამინიშნა, მენსტრუაციის დროს მემართებოდა სისხლდენა, ამ ჰორმონალური პრეპარატის მეშვეობით მენსტრუაცია მიმდინარეობდა ჩვეულებრივად (ნორმალურად), ხოლო შემდეგ შემიცვლა ნორკალუტით. მაინტერესებს, მშობიარობის დროს შეიძლება თუ არა დამემართოს სისხლდენა ? რა რისკებთან მაქვს საქმე? მეორე შვილი თქვენს კლინიკაში მყავს გაჩენილი და მესამესაც თქვენთან ვფიქრობ. უბრალოდ შიშის სინდრომი მაწუხებს. დიდი მადლობა წინასწარ.

იხილეთ პასუხი

თითების დაბუჟება - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით. მაინტერესებს რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული დაბუჟებული მაქვს მარცხენა ხელის საჩვენებელი და შუა თითის წვერები უკვე 1 თვეა, 1 წლის უკან მოტეხილი მქონდა იდაყვის წვერი, ხერხემალში კისრიდან ვგრძნობ დისკომფორტს და დაძაბულობას.

იხილეთ პასუხი

ნეკნის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ორი დღის წინ დამეწყო მარცხენა ნეკნის ტკივილი, მხოლოდ სიარულისას, ჯდომისას ან წოლისას არ მტკივა, ასევე ორი დღეა, რაც ისეთი შეგრძნებები მაქვს, აი თვალი რომ ათამაშდება, ოღონდ მე თვალზე არ მაწუხებს, ზოგადად, მაგალითად, ზურგზე ან ფეხზე შეიძლება ვიგრძნო თითქოს წამიერად რაღაც ათამაშდა და რა მაინტესებს, ეს საშიში ხომ არაა? ან გადაღლას ხომ არ შეეძლო გამოეწვია?ვარ 19 წლის.ნევროლოგთან აუცილებლად მივალ, მაგრამ იქნებ მანამდე თქვენ მითხრათ რამე:/

იხილეთ პასუხი

კონსულტაცია ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: ჩემს შვილს 24 წლისაა აქვს წანაზარდი კოჭთან ბავშობიდან.მეორე კოჭის სახით. ეხლა თითქოს მოიმატა მოცულობა და არის მტკივნეული. რა შეიძლება იყოს მიზეზი და ვის მივმართოთ?

იხილეთ პასუხი

უშვილობა - გინეკოლოგია

კითხვა: ვარ 29 წლის, 7თვე გავიდა რაც გათხოვილი ვარ და ფეხმძიმედ არ ვარ, გინეკოლოგს გავესინჯე და მითხრა რომ ანთება გაქვს ცოტა დანარჩენი ყველაფერი წესრიგში მაქვს, რჩევა მინდა თქვენგან ამასთან დაკავშირებით .მადლობა წინასწარ.

იხილეთ პასუხი

დაღლილობა, ძილიანობა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს მუდმივი დაღლილობა და ძილიანობა რისი ბრალია? თუ არის მედიკამენტები რაც ამ პრობლემის გადაჭრაში დამეხმარება?

იხილეთ პასუხი