გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ლიმფური კვანძებისა და ელენთის გადიდება - ბავშვთა ასაკის დაავადებები
კითხვა: გამარჯობა,მყავს რვა წლის გოგო რომელსაც 2015 წლიდან დაეწყო ლიმფური კვანძების საგრძნობლად გადიდება ამაწლის ივლისის თვეში დაუდგინდა გადატანილი ვირუსული ინფექცია მონუნოკლეოზი,აქვს საკმაოდ გადიდებული ელენთა,მომენტალურად დროგამოშვებით აწუხებს მუცლის ტკივილები,აქვს სიყვითლე მთელ სხეულზე და სახეზე. ამ ბოლო დროს საკმაოდ გაუყვითლდა ფეხები.ამ ეტაპზე მონუნოკლეოზი აღარ აქვს როგორც მითხრეს მაგრამ ელენთა თავის მწყობრში არ უბრუნდება და ისევ გადიდებული რჩება.ხომ ვერ დამეხმარებით რა გავაკეთო როგორ მოვიქცე რომ ელენთა აღარ ქონდეს გადიდებული?რას მირჩევთ?მადლობა წინასწარ.
ნევროზი - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა.გადავიტანე ძლიერი ემოციური სტრესი.ამის შემდეგ გული ცუდად მიხდება ამ ბოლო დროს თავში სიმძიმე დამეწყო.ალაგ ალაგ თავში სიცივეს ვგრძნობ.მაღიზიანებს ყველაფერი.ხმაური ზედმეტი ლაპარაკი.პარკების წრიწინი.ვფიქრობ რომ ეს ნერვოზია.თქვენი რჩევა კი უფრო დამეხმარება
წითელი ლაქები - ჰემატოლოგია
კითხვა: გამარჯობა! გთხოვთ ამიხსნათ, დედას( 90 წლისაა) ფეხის კანჭებზე წინა მხრიდან აჩნდება წითელი და მუქი წითელი ლაქები.მტკივნეული არ არის, უბრალოდ ზოგჯერ აქვს წკმეტის შეგრძნება. დაახლ. ერთ კვირაში ქრება და ხელახლა ჩნდება. სვამდა ხანგრძლივად კარდიომაგნილს და უკვე ორი კვირაა აღარ ვაძლევ, მაგრამ ეს ლაქები ( როგორც სისხლჩაქცევა) ისევ აქვს. იქნებ დამაკვალიანოთ რა შეიძლება იყოს...
დეპრესია - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა დეპრესია როგორ დგინდება და ვლინდება მაინტერესებს მადლობა
ჰემოროიდი - პროქტოლოგია
კითხვა: გამარჯობა,მაქ ბუასილი შიდა და გარე ორივე, მივიჯინე წურბელები ოდნავ შემიმსუბუქა შიდა ცოტა დაპატარავდა,მაგრამ გარე ბუასილი ისევ ისეა 10 წუთით დავდგები და გარეთ გამოდის,არ მაქ სისხლდენა,უბრალოდ შიგნით არ ჩერდება.რას მირჩევთ უოპერაციდ ეშველება რამე,რელიფი ტყუილად ფულის ყრაა.მირჩიეთ რა გავაკეთო
გასტრიტი, ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგია - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა, ამას წინაც მოგწერეთ, რომ ორი დღეა, რაც სწრაფად მოძრაობისას, მარცხენა ნეკნი მტკიოდა და თქვენ მითხარით, რომ ეს შესაძლოა ნევრალგია ყოფილიყო, მაგრამ შესაძლოა, რომ იგივე სიმპტომები გასტრიტსაც ახასიათებდეს? ჩემს შემთხვევაშიი, ტკივილი საკვების მიღებასთან არ არის დაკავშირებული, მხოლოდ მოძრაობისას მტკივა და მაინც შესაძლებელია რომ გასტრიტი იყოს? გული გამოკვლეული მაქვს და ჯანმრთელია, და ბოლოს, ბოდიშს გიხდით დიდი ტექსტისთვის, მაგრამ თუ ნევრალგია აღმოჩნდა, საშიში ხომ არაა? წამლებით გაივლის? ორი დღის წინ ქარში მომიწია დიდი ხნით ყოფნა და გაციების ბრალი ხომ არ შეიძლება იყოს? ვარ 19 წლის. ორშაბათამდე ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას და ამიტომ გეკითხებით, წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.