გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
პარესთეზია - ნევროლოგია
კითხვა: მთელ სხეულში რაღაც დაფუსფუსებს .თავიდან ფეხებამდე ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც მწერი მაჯდებოდეს და მიღიტინებდეს. გამონაყარი არ მაქვს
ყბის სახსრის ტკაცუნი - ყბა–სახის ქირურგია
კითხვა: გამარჯობა ! თვეებია მაწუხებს ყბის ტკაცუნი. ყოველი პირის გაღებისას ერთი მხარე ტკაცუნობს, თითქოს ძნელად იღება პირიც. ამ ბოლო დროს დამეწყო ყბის დაძაბვაც ორივე მხარეს. რომელი მხარეც ტკაცუნობს თითქოს ყურამდეც მიდის დაძაბულობა უკვე. რისი ბრალია და როგორ მოვიქცე? ვიცი, რომ სახსართანაა კავშირში და სიბრძნის კბილი თუა რამე შუაში მასთან? ვის მიმართო? მადლობა წინასწარ.
ცირკუმციზია - უროლოგია
კითხვა: ისევ გწერთ იქნებ მომწეროთ პასუხი ვერ ვიპოვე ფიმოზზე ტარდება თქვენთან ოპერაცია. რა ჯდება და რამდენად ეფექტურია.
ორსულობის ვადის განსაზღვრა - ორსულობა
კითხვა: ეხოზე ზუსტად იგებენ ორსულობის ვადას ხომ? ნაყოფის ზომის მიხედვით?
ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია - ნევროლოგია
კითხვა: მოგესალმებით.2დღის წინ დედამ მიიღო ინსულტი ქონდა მოციმციმე არითმია თან დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით აქ გიგანტური ზომის ჩიყვი რამაც გამოიწვია ზემოთ აღნიშნული დაავადებები ექიმის თქმით ინსულტი გამოიწვია არითმიამ მე ვერ ვერკვევი სამედიცინო ტერმინში არითმიამ გადაისროლა მეტყველება დაერღვა მეხსიერება კი წამითაც არ არევია მარჯვენა კიდური პარალიზებული აქ მაგრამ მგრძნობელობა შენარჩუნებული.მაინტერესებს და გთხოვთ ჩიყვის ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს მაგრამ ამ მდგომარეობიდან რამდენ ხანში შეიძლება ოპერაცია გაკეთდეს თან ვაცნობიერებ ავადმყოფის სიმძიმეს.წინასწარ გიხდით მადლობას
მკერდის კისტა - მამოლოგია
კითხვა: გამარჯობა .ერთი წელია რაც კორწინებაში ვარ პირველი ორსულობაზე მომცილდა ნაყოფი და 3 თვის შემდეგ შემაწუხა მკერდის ტკივილმა იღლიაში მეწვოდა და ზურგის მიდამოში ხელზეც გადადიოდა წვა მივედი მამოლოგთან და დამიდგინდა მკერდის კისტა ვკურნალობ ვიღებ წამლებს მაგრამ ხელით ვისინჯავ ისევ მაქვს მილიმეტრებია მაგრამ სულ შიში ვარ კანზე რააც სხვადასხვა ფერის ნალექები გამომდის და მეწვის ზოგი წითელია ზოგი მუქი ზოგი თეთრი ფერის ..მაინტერესებს თუა რამე საშიში ან რა არის ეს ლაქები მკერდის კისტას თუ შეეძლო გამოეწვია ეს ? გმადლობთ წინასწარ !!!