გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ვიზიტი ქირურგთან - ქირურგია
კითხვა: გამარჯობა,3 საკეისრო კვეთა მაქვს გაკეთებული და ნაკერზე რაღაც წანაზარდი მაქვს რომელიც იზრდება,მითხრეს დროთა განმავლობაში მენჯის თიაქარში გადაგივა ეგ წანაზარდიო და მართალია? და კიდევ ერთი ნაღვლის ბუშტზე ზემოთ და ქვემოთ მაქვს 2_2 ნაკეცი და ს ის ფორმის არის კენჭები არ მაქვს და ამოჭრა არ შეიძლება ძალიან მაწუხებს ჩემი ექიმი მეუბნება არ არის საჭირო ამოჭრაო. ველი თქვენს პასუხს.წინასწარ მადლობა.
სოკოვანი ვაგინიტი - გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა ვაგინალური სოკოს აქტიურ ფაზაში რა შეიძლება მივიღო რომელი მედიკამენტი რომ განიკურნოს. მაქვს მთელტანზე გამონაყარი პატარა წყლულების სახით და აქტიური ქავილი. გთხოვთ მირჩიოთ რამე
არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ მაქვს არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი შეიძლება თუ არა სრულიად განიკურნოს სააქართველოში ან საზღვარგარეთ და თუ მირჩევთ როგორ მოვიქცე
მხრის ტკივილი - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა, მაწუხებს მარჯვენა ხელი, განსაკუთრებით მიჭირს ხელის უკანა მხარეს გადატანა მოძრაობის დროს. ვსვამდი loxitan15-ს 10 დღის განმავლობაში, რამაც ტკივილები შეამცირა, ტკივილი იწყება მკლავის ზედა ნაწილის ბეჭთან შეერთების ადგილას. რა შეიძლება იყოს, ნერვის თუ სახსრის ანთება?
სავარაუდო ორსულობა - ორსულობა
კითხვა: გამარჯობა, მაქვს 28-30 დღიანი ციკლი, ბოლოს მენსტრუაციის პირველი დღე მქონდა 11 ივნისს, ივლისში 5 და 10 დღის გადაცდენის შემდეგ გავიკეთე ტესტები ორივემ უარყოფითი აჩვენა. ახლა მაქვს პრემენსტრუალური სიმპტომები, მცირე ტკივილი მკერდის და მუცლის არეში. მენსტრუაცია ისევ არ მომსვლია, როგორ მოვიქცე?
ათეროსკლეროზი - ნევროლოგია
კითხვა: მაქვს თავის გაბრუება, და რაღაც ფოლაქები ძარღვებში, მტკივა მარჯვენა მკლავი, მაქვს დაბალი სიმკვრივის ხოლესტერინი,და კიდევ ხანდახან მაწუხებს მაღალი წნევა და გულის აჩქარება, გადავიღე მრტ თავზე და რამე პრობლემა არ არისო, რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო? ვარ 41 წლის