გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა. ამ წლის 6 ივნისს გავიკეთე ხერხემლის თიაქრისა და დისკოზის ოპერაცია. ოპერაციამდე ვკოჭლობდი და ფეხს მივითერევდი,ასევე რა თქმა უნდა დაბრუჟებული მქონდა და მტკიოდა საშინლად. ოპერაციის შემდეგ ტკივილებმა გამიარა მაგრამ კოჭლობა დამრჩა. ფეხის დამორჩილება მიჭირს. მეუბნებიან რომ გამივლის, მაინტერესებს გამივლის თუ დავრჩები კოჭლი.
სომატოფორმული აშლილობა - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა. ვარ 34 წლის დაახლოებით ათი წელია მაწუხებს სომატოფორმული აშლილობის ერთ- ერთი ფორმა, კონვერსიული ფორმა თუ სწორად მახსოვს. ბევრჯერ მაქვს ნამკურნალევი ნერვოპათოლიგებთან, ბოლოს ფსიქოთერაპევთთან ვიმკურნალე, ოთხი სახეობის წამალი დამინიშნა რექსეტინი, მექსიდოლი, ზოლომაქსული,ადეპი მაგრამ ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. მეორე ვიზიტზე დოზები გამიზარდა და უფრო ცუდად ვხდებოდი. ერთდროულად დაახლოებით 5 დაავადება მაწუხებს, კოორდინაცია მერღვევა სიარულის დროს და ყურში წუილი და თვალებში ლაქები დამირბის მუდმივად. გყაავთ კონკრეტული დაავადების მკურნალი პროფესიონალი? საერთოდ თუ შესაძლებელია ამ დაავადების განკურნვა? დაღლილი ვარ ყველაფრით. ფოსტაზე მომწერეთ ამომწურავი პასუხი. მადლობა წინასწარ
კისრის ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა, ვარ 29 წლის მამაკაცი, მაქ ყოვედღიური თავის ტკივილები კეფის არეში და თავის მარცხენა ნაწილში თუმცა ამ დროს წნევა არ მაქ მომატებული 120/80 და ასევე დატვირთვის დროს თავის ქვევით დახრის ან თავის შემობრუნების დროს მაქ მარცხენა ყურში შუილი, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ქვედა ყბის სახსრის ანთება - ყბა–სახის ქირურგია
კითხვა: გამარჯობა! დამიდგინდა ქვედა ყბის სახსრების ანთება!! მაქვს ტემპერატურა ოთხი დღეა 37,4!!მაქვს ძლიერი თავის ტკივილები რაზეც მითხრეს იცის ამ დროს... მაინტერესებს მართლა იცის თუ არა თავის ტკივილი თუ მივიდე ნევროპათოლოგთან და რამდენად საშიშია ეს ყველაფერი!
„მაჩვის ქონი” , კოღოს ნაკბენი - რჩევები
კითხვა: მაჩვის ქონის კაპსულები რო მივიღო ხომ არ მაწყენს და რა დოზით მივიღო.კოღოს ნაკბენზე რა წავისვა
მეტალის გემოს შეგრძნება, შებერილობა - გასტროენტეროლოგია
კითხვა: ვარ 70 წლის. მარტში გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, რის გამოც ვსვავ რამოდენიმე წამალს.კუჭის დამცავს, ეუთიროქსს,D ვიტამინს,კალციუმ D3,აგრეთვე ტენორეტეკს და სორვასტას. რამოდენიმე დღეა ძალიან შემაწუხა კუჭმა-ძალიან მებერება და თითქოს ქამარი მიჭერს. პირი მაქვს გამოკალული,ანუ რკინის გემო მაქვს. როგორ მოვიქცე? ზონდის გადაყლაპვა არ შემიძლია. რა მედიკამენტები მივიღო? გმადლობთ