გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ენდოკრინოლოგიური აქცია - ენდოკრინოლოგია
კითხვა: ენდოკრინოლოგიურ გამოკვლევაზე არის თუ არა 27–ში აქცია ?
დაბალი ჰემოგლობინი - ჰემატოლოგია
კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს რამდენად საშიშია 60 ერთეული ჰემოგლობინი. ერთი თვე მივიღე ამწევი ტაბლეტები და ისევ 60 მაქვს . მადლობა
თავის ტვინის ანევრიზმა - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა. დამიდგინდა თავის ტვინის ანევრიზმა და მაინტერესებს როგორ ხდება მისი განკურნება ან რა ჯდება მიახლოებითი ფასი და ამ ავადმყოფობას თუ აფინანსებს სახელმწიფო. მადლობა წინასწარ.
ქუსლების ტკივილი - ტრავმატოლოგია
კითხვა: მაწუხებს ქუსლების ტკივილი გავიკეთე დოპლერი მაქვს ვენების ქრონიკული უკმარისობა მაგრამ მითხრეს რომ ეს არ არის ამის ბრალი რომელ ექიმს უნდა მივმართო
კორონაროგრაფია - კარდიოლოგია
კითხვა: მაწუხებს გული. კორონოგრაფია მაქვს გასაკეთებელი. კეთდება თუ არა თქვენს კლინიკაში კორონოგრაფია და თუ კეთდება, რა ღირს? შეიძლება თუ არა კალკულაცია ელ.ფოსტით გამომიგზავნოთ? კალკულაცია მჭირდება დაფინანსების გასაკეთებლად. გამგეობაში უნდა ვითხოვო.
ბავშვთა კარდიოლოგია - ბავშვთა ასაკის დაავადებები
კითხვა: გამარჯობა. წინასწარ გიხდით მადლობას პასუხზე. საქმე რაშია, მყავს 11 წლის ბიჭი, საკმაოდ სპორტული , მოცეკვავე. ხანდახან, მაგრამ არა ხშირად განიცდის ტკივილს გულის არეში, ისე რომ ხელს წაივლებს გულზე და მწარდება ტკივილისგან, ეს ტკივილი გრძელდება სულ რამოდენიმე წამით, მერე ქრება თითქოს არაფერი ყოფილაო.ეს არ ხდება დაღლილობის ფონზე, რა შეიძლება იყოს, ამ ინფორმაციით თუ რამის თქმა შეიძლება იქნებ მომწეროთ როგორ მოვიქცე . მადლობთ.