შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


სტაფილოკოკი - ინფექციური სნეულებები

კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს სტაფილოკოკს თუ კურნავს თქვენი კლინიკა? ძვირი ჯდება მკურნალობა? ერთგან 800 ლარი მითხრეს,რაც ჩემს ძალებს აღემატება.მადლობთ წინასწარ

იხილეთ პასუხი

ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვარ 25 წლის, გასათხოვარი. 26 ივნისს გადავიღე ექოსკოპია, მაგ დღეს მომივიდა ციკლიც. ექოსკოპიის პასუხი ასეთია: საშვილოსნოს მდებარეობა გადახრილი მცირედ უკან და მარჯვნივ. ფორმაა შენახული. კონტურები სადა. ექოსტრუქტურა დამახასიათებელი. ყელისა და ტანის პროპორციები დაცული. ზომები: სიგრძე -56მმ. წინა-უკანა-41მმ. გადიგარდმო-51 მმ. მიომეტრიუმის სისქე და ექოგენობა თანაბარი. ენდომეტრიუმის სისქე-14.5 მმ. ბაზალური შრის ექოგენაბა დაქვეითებული.(ბოლო მენზესი 26.05.2018წ. დროული, მცირე ოდენობით). ღრუ დეფორმაციის გარეშე.თავისუფალი. საშვილოსნოს ირგვლივ ვასკულარიზაცია კარგად გამოხატული თანაბრად, საშვილოსნოს ირგვლივ ვარიკოზი საშუალოდ თანაბრად გამოხატული. საშვილოსნოს ყელი: ფორმა-შენხული, დეფორმაციის გარეშე. საშვილოსნოს ყელის არხის ექოგენობა არათანაბარი. არხის სიგრძე-36 მმ. არხი გამოხატული უმნიშვნელოდ მთელ სიგრძეზე. საკვვერცხეები : მარჯვენა: ზომები 29.9ხ19.6ხ23ხ6მმ. წონა-7.2 გრ.პროექცია ჩვეულებრივი. ექოსტრუქტურა დამახასიათებელი.ექოგენობა დმახასიათებელი.ვასკულირება დამახასიათებელი. მასში აღინიშნება ფოლიკულები დიამეტრით -3.6-5.2მმ. მარცხენა:ზომები-29ხ23.2ხ26.1მმ. წონა-9.2გრ. პროექცია ჩვეულებრივი.მასში აღინიშნება ფოლიკულები დიამეტრით -4-1.3მმ. პარამეტრუმი ექოგენოდა დაქეითებული. დუგლასის ფოსო თავისუფალი. სიგმა და ცეკუმი უმნიშვნელოდ შებერილი. მაინტერესებს ენდომეტრიუმის სისქე ციკლის პირელ დღეს ასეთი დიდი უნდა იყოს? რაიმე დარღვეა ჩანს აქ?,ქალიშვილი ვარ, ორსულად არ ვარ და ენდომეტრიუმის სისქე და ყელის არხი ამხელა შეიძლება რომ იყოს?

იხილეთ პასუხი

ასთმა - რჩევები

კითხვა: გამარჯობა კიდე ერთხელ,მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებით,დედა მყავს ასთმიანი,რამდენად მისაღებია მისთვის რაჭაში, სოფელ. ხოტევში დასვენება, უღრმესი მადლობა წინასწარ

იხილეთ პასუხი

უროლოგიური პრობლემა - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა... თუა თქვენთან შემდეგი ჩივილების სპეციალისტი ან კვლევები... წლების წინ მქონდა ვენერიული დაავადება, ვიმკურნალე და შემდეგ პერიოდულად მაქვს გამონადენი,ზოგჯერ წვა შარდვისას,სიცივის სიცხის და ალკოჰოლით პროვოცირებისას არის გამონადენი. გამონადენის ანალიზით არ დადასტურდა არანაირი დაავადება , ვარ უცოლო, სექსუალური ცხოვრება არ მაქვს სისტემატიურად,სპერმოგრამის ანალიზი ნორმასთან შედარებით ჭარბად ყველაფერი... ზემოთ აღწერილიდან რას მირჩევთ თქვენ და რა სურათს ხედავთ? (მესმის რომ ცოტა ძნელია,დისტანციურად)

იხილეთ პასუხი

ვიზიტი ოფთალმოლოგთან - ოფთალმოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.რამოდენიმე დღეა მაწუხებს თვალების ქავილი შიგა და შიგ წვაც.ხანდახან მტკივა კიდეც.ცოტა მიწითლდება ხომლე და თვალის თეთრ კაკალზე სიყვითლეც მაქვს.გამონადენი არ მაქვს უფრო სიმშრალეს ვგრძნობ და ხანდახან შორს წარწერების გარჩევა მიჭირს განსაკუთრებით მარჯვენა თვალში.ეს ღა უნდა იყოს ან რა შეიძლება ვიხმარო.მადლობა წინასწარ.

იხილეთ პასუხი

სათესლე ჯირკვლის პრობლემები - უროლოგია

კითხვა: მოკლედ 1 წლის წინ მქონდა ასეთი პრობლემა სქესობრივი აკტის თავშეკავების გამო კვერცხები დამისია თითქოს საკვერცხეები სითხით ამევსო შემდეგ ვიმკურნალე გამწოვი წამლები დამინიშნეს და სქესობრივი აკტი ვიმკურნალე გამიარა. მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ისევ დამეწყო ცოტა გასიება და სათესლე ჯირკვლებამდე ძარღვების გამაგრება. პლუს ამას სქესობრივი აკტი აღარ არის ისეთი მგრძნობიარე და სასიამოვნო დო ერექციაც ცოტა მიჭირს რა შეიძლება. იყოს შიდა ძარღვების ვარიკოზი თუ რაიმე დარჩა და არ გაუწოვია ბოლომდე იმ მკურნალობის მერე ?

იხილეთ პასუხი