გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ჯიბლიბო - ოფთალმოლოგია
კითხვა: თვალზე ერთი წლის წინ მქონდა ჯიბლიბო დღესაც იმ ადგილას მაქვს პატარა ბურთულა რადგან ჯიბლიბო თავს ვერ იკეთებს რა გავაკეთო რას მირჩევთ
გადაუდებელი დახმარება - ალერგოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, ბოსტნეულის ბოსტანში ბალახის თოხნის დროს ბალახებმა მომცა ალერგია, 2 დღეა ფეხები საშინლად გამისივდა მექავება და მტკივა, დანაფხანი ადგილები ჩამიწითლდა გაცხელებულია და მტკივა, გთხოვთ მირჩიოთ როგორ ვიმკურნალო?
ცხიმგროვა - ქირურგია
კითხვა: მოგესალმებით, მაქვს ცხიმგროვა, ე.წ. "ჟირავიკი" კეფაზე, მოცულობით დიდი არაა, მაგრამ ხელით როცა ვსინჯავ, საკმაოდ მაგარია. მაინტერესებს, თუ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხეს და რა დარგის მედიკოსს უნდა მივმართო საკონსულტაციოდ. წინასწარ გმადლობთ პასუხისათვის
სმენის ნერვის ნევრიტი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია
კითხვა: ყურებში წუილის და სმენის ნერვის დაზიანებისგან სრულად განკურნება შესაძლებელია?
ტუჩის გადიდება E ვიტამინით - ყბა–სახის ქირურგია
კითხვა: ადრე გავიკეთე ტუჩში ე ვიტამინი, ერთი კვირის შემდეგ დამისივდა და დაახლოებით 4 დღეში ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა, რაც ძალიან ლამაზი იყო: ოდნავ მოწითალო, ფუმფულა და გადიდებული. მაგრამ მაშინ მეგობარმა დიდი დოზა შემიშვა და ყველამ მითხრა ეს შესიება დოზის სიჭარბის ბრალიაო. ეხლა კიდევ მინდა ვცადო ოღონდ პატარა დოზა და რას მირჩევთ? იქნებ მართლა დიდი დოზის ბრალი იყო და არა ალერგიის...
ფიბროზული კვანძი - მამოლოგია
კითხვა: მოგესალმებით..4 თვის წინ მკერდზე სიმაგრე შევნიშნე და მივმართე მამოლოგს,ფიბრომული კვანძი აღმომაჩდა,3თვიანი მკურნალობის შემდეგ შევნიშნე რომ ეს კვანძი უფრო გადიდებულია და იღლიასთან ახლოა.ხელის შეხებისას ოდნავ მტკივა,ექიმთან მისვლაც მეშინია..