ცხიმგროვა - ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით, მაქვს ცხიმგროვა, ე.წ. "ჟირავიკი" კეფაზე, მოცულობით დიდი არაა, მაგრამ ხელით როცა ვსინჯავ, საკმაოდ მაგარია. მაინტერესებს, თუ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხეს და რა დარგის მედიკოსს უნდა მივმართო საკონსულტაციოდ. წინასწარ გმადლობთ პასუხისათვის
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიპომა (ცხიმგროვა) კანქვეშ ვითარდება, თუმცა ზოგჯერ უფრო ღრმადაც ჩადის. უმეტესად მას ტკივილი არ ახასიათებს, თუ ის ცოტა ღრმად (ბეჭებს შორის, ზურგზე, წელისა და საზარდულის არეში) ან ნერვთან ახლოს არ მდებარეობს.
ლიპომა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად წარმოიშობა და მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ის, ძირითადად, ცხიმების ცვლის რეგულირების მოშლასთანაა დაკავშირებული.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ქირურგთან, უფასო კონსულტაციის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, შეაფასებს სპეციალისტი თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ ამომწურავ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე.
პაციენტთა ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა