ალოპლასტიკა ბადეების გამოყენებით - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა რამდენიმე წლის უკან გავიკეთე თიაქარის ოპერაციავინც გამიკეთა ექიმა ლექსო ლაგვილავამ მითხრა ბადე დავდევით შიგნით და აწი არ გაგისკდება თიაქარიო გავიდა წლები მარცხენა მხარეზე შევამჩნიე იზრდება რაღაც ბურთივით მაინტერესებს ისევ ხომ არ გასკდა თიაქარი და კიდევ მარცხენა მხარეზე შეიძლება ასეთი რამე მოხდეს და იყოს თიაქარი.და კიდევ მაქვს გულსისხლძარღვთა შევიწროება შაქარი ხერხემალზე პრობლემები შეიძლება ოპერაციის გაკეთება და ვის უნდა მივმართო ამისთვის
პასუხი:

მოგესალმებით,
დღეს ალოპლასტიკა ბადეების გამოყენებით მსოფლიოში აღიარებულ, ყველაზე საიმედო მეთოდად მიიჩნევა. ამასთან, ძალზე წინ წავიდა და დაიხვეწა ბადეების დამზადების ტექნოლოგიები. ბადე საკმაოდ მტკიცე კედელს ქმნის.
ბადის გამოყენების შემთხვევაში, ძალიან იშვიათია რეციდივი. ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს პოსტოპერაციული რეჟიმის დარღვევა პაციენტის მხრივ.
ასეთი ოპერაციის ჩატარების შემდეგ მნიშვნელოვანია რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება.
პაციენტმა თავი უნდა აარიდოს მძიმე ფიზიკურ შრომას, სიმძიმეების აწევას და ყველა იმ ფაქტორს, რომელიც მუცლის შიდა წნევას ზრდის (ხველას, შეკრულობას და სხვა), მოიწესრიგოს ნაწლავების მოქმედება.
თქვენი ჩივილის გამომწვევი მიზეზი რა არის , მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ.
ამიტომ, როგორც წინა შეტყობინებებში აგიხსენით , იგიევეს გავიმეორებთ - უნდა მობრძანდეთ კლინიკაში და გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია.
ჩვენი მხრიდან, პრევენციის მიზნით, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ექოსკოპია და ქირურგის კონსულტაცია სრულიად უფასოდ, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31430/moculobiti-warmonaqmni-da-diskomforti-muclis-wina-kedelze-shesadzloa-tiaqarze-miganishnebdet-%E2%80%93-gtavazobt-eqoskopias-da-qirurgis-konsultacias-sruliad-ufasod--

სხვა დამატებითი ინფორმაცისაათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა