შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


ნაირფერი პიტირიაზი - დერმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს რამდენად განკურნებადია ნაირფეროვანი პიტირიაზის დაავადება.რომელი ორგანოს ფუნქციის დარღვევის შედეგად ვითარდება ეს დაავადება?

იხილეთ პასუხი

ალოპეცია - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მოგესალმებით,რა აღარ ვცადე თმის ცვენის შესაჩერებლად მაგრამ ამაოდ თმის ცვენა მაინც არმიჩერდება ვარ 18-წლის იქნებ რაიმე მირჩიოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად

იხილეთ პასუხი

ბაქტერიული ვაგინოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ჰერპესი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ და მომცეთ სწორი რჩევა. პრობლემა შემდეგშია. დაახლოებით 10 თვის წინ შევქმენი ოჯახი, მალევე დამეწყო ჩივილები, კერძოდ: წვა შარდვის დროს, ქავილი, გამონადენი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. გინეკოლოგთან ვიზიტისა და შესაბამისი გამოკვლევების შედეგად, დამიდგინდა ბაქტერიული ვაგინიტი, სოკო, საშვილოსნოს ყელის ეროზია. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მეუღლემაც ჩაიტარა ჩემი დიაგნიზის შესატყვისი გამოკვლევები (მეუღლეს არ აღენიშნებოდა არანაირი სახის ჩივილები), რის შედეგადაც აღმოაჩნდა მხოლოდ სოკო. ვიმკურნალეთ ორივემ, თუმცა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, მალევე განმეორდა იგივე სიმპტომები, გამოკვლევების შედეგად დამიდგინდა ისევ ბაქტერიული ვაგინიტი, სოკო, ურეაპლაზმა, ჰერპესი. მეუღლემაც კვლავ ჩაიტარა გამოკვლევები, რომლის შედეგად არ დაუდგინდა არც ერთი აღნიშნული დაავადება (გარდა ჰერპსესისა, რომლის მატარებელიც არის უკვე რამდენიმე წელია. ასევე, მკურნალობის პერიოდში, ბუნებრივია გვქონდა მხოლოდ დაცული სქესობრივი კონტაქტი). შესაბამისად, ექიმს მისთვის მკურნალობა არ დაუნიშნავს. კვლავ ჩავიტარე მკურნალობა, თუმცა ამჟამად ისევ შემაწუხა იგივე სიმპტომებმა, ხოლო გამოკვლევების შედეგად კვლავ დადგინდა კანდიდოზი და ბაქტერიული ვაგინიტი. მეუღლე კონსულტაციისთვის ეწვია ამჯერად სხვა სპეციალისტს, რომელმაც დაუნიშნა მკურნალობა ურეაპლაზმაზე, ჰერპესზე და სოკოზე, ისე, რომ არ ჩათვალა საჭიროდ გამოკვლევები. ექიმის გადაწყვეტილება ემყარებოდა იმ აზრს, რომ რადგან აღმომაჩნდა ზემოხსენებული დაავადებები, აუცილებელი იყო პარტნიორის მკურნალობაც იგივე დაავადებებზე. მისი განმარტებით, შესაძლბელი იყო, რომ მეუღლის გამოკვლევამ არ აჩვენა ურეაპლაზმა, თუმცა იგი შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც და აუცილებელი იყო მკურნალობის ჩატარება. აღნიშნულმა ექიმმა, აუცილებლად ჩათვალა იგივე მკურნალობის ჩატარება ჩემთვისაც. ამჟამად, ვმკურნალობ გინეკოლოგის მიერ ბოლოს დანიშნული მედიკამენტებით. საჭიროა თუ არა ამ მკურნალობის დასრულების შემდეგ, გავაგრძელო მკურნალობა იმ დანიშნულებით, რაც მისცა მეუღლეს ვენეროლოგმა? ხომ არ იქნება სახიფათო ჯანმრთელობისთვის დროის ასეთ მცირე მონაკვეთში შესაბამისი მედიკამენტების მიღება? ასევე, მაინტერესებს, თუკი ბოლოს დანიშნული მკურნალობის დასრულების შემდეგ აღარ შემაწუხებს ზემოხსენებული ჩივილები, მაინც საჭირო იქნება თუ არა მეუღლეს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ჩატარება? რამდენადაც ვიცი, ჰერპესი არ იკურნება და რამდენად აქვს აზრი ჰერპესზე მკურნალობას? მადლობა წინასწარ.

იხილეთ პასუხი

შარდ–სასქესო სისტემის პრობლემები - უროლოგია

კითხვა: მაქვს გახშირებული და გაძნელებული შარდვა. ექიმებმა დიაგნოზი ვერ დამისვეს. ანალიზებმა და ექოსკოპიამ პროსტატა და რაიმე ანთებითი დაავადება არ აჩვენეს შეიძლება თუ არა დაავადება იყოს ნევროზული/ ფსიქოლოგიური? ან ???????

იხილეთ პასუხი

სპონდილოართროზი, პროტრუზია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. შეკითხვა ალბათ ნევროლოგთან მექნება მაქვს სპონდილოართროზი და 3,5-5მმ პროთრუზიები. ზოგიერთი-ნევრალური არხების შევიწროვებით. 5წთ დგომის, ან სიარულის შემდეგ, მიბუჟდება მარჯ. ფეხი მენჯიდან მუხლამდე. შეიძლება, თუ არა მოძრაობის გაგრძელება? დაჯდომით ეს სიმპტომები მეხსნება, მაგრამ 5წთ დგომის შემდეგ, ისევ მიახლდება. მადლობა

იხილეთ პასუხი

სამეანო ექოსკოპია - ორსულობა

კითხვა: მოგესალმებით რა ღირს ექოსკოპია 38 კვირის ვადაზე ორსულობის დროს

იხილეთ პასუხი