გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია
კითხვა: ძალიან მტკივა კისრის მალები , მარცხენა ბეჭის ძვალი , ხელების და მუხლის ქვემოთ თითების ბუჟებას , ასევე ხელის მტევნების.... როგორ მოვიქცე !! რით დავიწყო ? დიაგნოზი როგორ გავიგო ,რა მჭირს რენდგენით?
თითის ამპუტაცია - ტრავმატოლოგია
კითხვა: მარჯვენა ხელი ჩამყვა მანქანაში,დამიზიანდა ორი თითი შუა თითი მომაჭრეს.მაგრამ ჯერ არ შემხორცებია უკვე 12 დღეა, როგორ მოვიქცე ან ვის მივაკითხო.ან რა საფრთხის წინ ვდგავარ?
საშვილოსნოს ყელის ეროზია - გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა. კოაგულოგრამით კვლევის დროს აღმომაჩნდა, რომ საშვილოსნოს ყელი არის ჩახეული მშობიარობის შემდგომ და ეროზირებულია, ექიმმა მირჩია ყელზე ოპერაცია და წყლულების მოწვა. თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ჯდება თქვენთან ეს ოპერაცია?
ლიპომა - ბავშვთა ასაკის დაავადებები
კითხვა: გამარჯობა.ბავშვი მყავს 5 თვის. გავაჩინე საკეისრო კვეთით.ერთი თვე იქნება რაც ბავშვს თავზე ერთ ადგილას კოპივით ამოუვიდა. როგორც ასეთი რამე სერიოზულ დავარდნას ან თავის სადმეს დარტყმას ვერ ვიხსენებ. ერთხელ იყო შემთხვევა რომ თავი დამარტყა მხარზე. ოღონდ ეს გამობერილი ერთი კვირის მერე ამოუვიდა. ძალიან ვნერვიულობ და მაინტერესებს კოპს გავს მარა შეიძლება რამე სხვა იყვეს? და რა უნდა გავაკეთო ამისთვის რო გავიგო რა არის ეს. ოჯახის ექიმს ვაჩვენე და მითხრა არ არის ჯერ საშიშიო. თუ ეს გაიზარდა მაშინ მიმართე ქირურგსო. მარა მე ძალიან ვნერვიულობ. წინასწარ გმადლობთ.
მაღალი ქოლესტერინი - კარდიოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, ვარ 35 წლის, 1 თვის წინ გავიკეთე ანალიზი ქოლესტერინზე და მაქვს 260. მაინტერესებს თუ შეიძლება ამ ციფრებზე წამლის დალევა?
აკრანია - ბავშვთა ასაკის დაავადებები
კითხვა: გამარჯობა ვარ რეზუს უარყოფითი სისხლის მატარებელი მაქვს 1 ჯგუფი მყავს 6 შვილი ძალიან მინდა კიდევ ერთი შვილი მარტში დავრჩი ფეხმძიმედ აპრილში გავიკეთე ეხო ნაყოფს აღმოაჩნდა მრავლობითი ანომალიები დიაგნოზი იყო აკრანია რისი ბრალია რა იწვევს აკრანიას და როგორ უნდა მოვიქცე განმეორებითი ორსულობა რომ დადგეს იგივე პრობლემის თავიდან ასაცილებლად სანამ ფეხმძიმობა დადგება ხომ არ არის საჭირო მკურნალობა მადლობა წინასწარ