შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


წელის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობათ.მყავს 25 წლის ვაჟი,რომელსაც მიახლოებით 5 წლის წინ ტროტუარზე მიმავალს დაეჯახა მანქნა.რის შედეგადაც დაეცა ზურგზე.არ მიგვიმართავს ექიმისთვის.მას მერე აწუხებს წელის ტკივილები.რა შეიძლება იწვევდეს ტკივილს?

იხილეთ პასუხი

კუჭის ეროზია, სისხლი შარდში - გასტროენტეროლოგია

კითხვა: 73 წლის ინსულტიან ქალბატონს დაემართა კუჭის ეროზია ვარფარინისაგან, რაც მოვურჩინეთ ხოლო 10 მგ ქსარელტოსა და ასევე ელიქვისისაგან შარდში ერევა სისხლი. დოზა შევამცირეთ 3 მგ-მდე და გავაიშვიათეთ კვირაში 1 დღე, არაფერი შეცვლილა, ახლა 2 კვირაა არ მიმიცია წამალი, როგორ მოვიქცე? თირკმლის ფუნქცია ნორმაშია, არის დიაბეტი.

იხილეთ პასუხი

ჰელმინთოზი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ჩემს 15 წლის გოგოს აღენიშნება ხშირი ღებინების შეგრძნება, მაგრამ არ აქვს პირღებინება. ამასთანავე აქვს არასასიამოვნო სიმძიმის შეგრძნება და დისკომფორტი მუცლის ღრუში. რით შეიძლება იყოს გამოწვეული ეს სიმპტომები? მადლობა წინასწარ.

იხილეთ პასუხი

ლეპტოსპიროზი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მოგესალმებით,მაქვს ასეთი პრობლემა .ჩემს 7 წლის გოგონას დაუდგინეს ლეპტოსპიროზი.მაინტერესებს განკურნებადია თუ არა და განკურნების რა მეთოდები ან მედიკამენტები თუ არსებობს?

იხილეთ პასუხი

ფარისებრი ჯირკვალი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ორ წელიწადზე მეტია ვმკურნალობ ფარისებრი ჯირკვალს. ვარ 67 წლის ქალბატონი. ერთი თვის წინ გაკეთებული ანალიზების შემდეგ ვღებულობ მერკაზოლილს დღეში თითო აბს. შეიძლება თუ არა შევწყვიტო ექიმთან კონსულტაციაზე სიარული და ისე გავაგრძელო თითო აბიმერკაზოლილის მიღება ხანგრძლივად?

იხილეთ პასუხი

ჭარბი წონა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ვარ 64 წლის გაკეთებული მაქვს სტენტირება, პეისმეიკერი. ანგიოლოგის რჩევით ვხმარობ ელასტიკურ გეტრებს. 3 თვის წინ გავიკეთე ავასტინი თვალთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ვსვამ შეაბამის მედიკამენტებს მუდმივად. ვმუშაობ მკერავად დღეში 12 საათის განმავლობაში. ვარ 110 კილო. განსაკუთრებით მაწუხებს დაბლა უშნოდ დაკიდებული მუცელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ დიეტას მირჩევთ? წინასწარ გიხდით მადლობას.

იხილეთ პასუხი