გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
მწვავე პანკრეატიტი - ქირურგია
კითხვა: ერთი წლის უკან დამეწყო გაუსაძისი ტკივილები . განსაკუთრებით ღამით კუჭის მიდამოში, ზედა მხარეს. დაჭიმული მქონდა გულ -მკერდი და მუცელი. ვიყავი ექიმთან და დამინიშნა ომეპრადექსი, ( ისრაელში ვიმყოფები). საბოლოოდ ზონდიც გადავყლაპე და კუჭი წესრიგში მქონდა. ტკივილებმა ნელ-ნელა გამიარა , თუმცა ყრუდ მაინც მაწუხებს. კონკრეტულად კი მტკივა გულ-მკერდის ძვლები , თითქოს წვის შე გრძნება მაქვს. მაქვს ხოლმე ჭვალი მარჯვენა ბეჭქვეშ ასევე მარცხენ მხარესაც. თავს თუ წინ გადავწევ ზურგში, ხერხემლის დაყოლებაზე, ვგრძნობ ტკივილს, თუ თავს უკან გადავხრი კუჭის მიდამოში მტკივა. მოკლედ ძალიან დავიტანჯე და ვერც ვახერხებ ექიმთან მკურნალობის დასრულებას მოუცლელობის გამო. ვსვამ ჩემით ალოხორს და ვაპირებ დავლიო ხოლმე ნოშპაც, რადგან ნაღველის პრობლემა მგონია. რო გორც კი მწარეს ან ცხიმინას ან ალკოჰოლს მივიღებ, ტკივილი განსაკუთრებით მიმძაფრდება. დღისით იმდენად არა, ღამით უფრო მაწუხებს , როდესაც ვისვენებ. იქნებ მირჩიოთ რაიმე, წინასწარ უღრმესი მადლობა!
კისრის ოსტეოქონდროზი - ნეიროქირურგია
კითხვა: გამარჯობა.მაქვს კისრის მალთა შუა თიაქარი მჭირდება ოპერაცია.ამჟამად არ ვიმყოფები საქართველოში.მაიში მინდა გავიკეთო და მაინტერესებს რამდენად რთული ოპერაციაა და რამდენხანში შევძლებ მუშაობას?
ღვიძლის გადიდება - გასტროენტეროლოგია
კითხვა: მოგესალმებით.ვარ 62 წლის ქალბატონი,გავიკეთე მუცლის ღღუს ულტრაბგერითი კვლევა . ღვიძლის ირიბი ზომა 165 მმ.(<150) , მარცხენა წილი 91მმ( <100 ). კიდეები მომრგვალებული.კონტური არამკაფიო, სტრუქტურა ჰომოგენური ,მკვრივი. ექოგენობა მომატებული,არათანაბარი. ღვიძლშიდა ვენები:სისხლძარღვოვანი სურათი შესუსტებული.ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციის ნიშნები. კარის ვენის დიამეტრი: 8,6 მმ. ღვიძლშიდა სანაღვლე სადინარები N. ქოლედოქუსი: 4,7 მმ . ნაღვლის ბუშტი: ქოლეცისტექტომიის შემდგომი პერიოდი. პანკრეასი : თავი 35მმ სხეული 15 მმ კუდი 20მმ .ვირსუნგის სადინარი დილატაციის გარეშე ელენთა ზომები: 111X 44მმ.სტრუქტურა ჰომოგენირი. აორტა 22მმ . ქვემო ღრუ ვენა : 13მმ მუცლის ღრუში თავისუფალი სითხე არ ვლინდება. ღვიძლის ფუნქციაში მომატებული გვაქ მხოლოდ ტუტე ფოსფატაზა, ლიპიდურ სპექტრში მაღალი ქოლესტერინი,ტრიგლიცერიდები,დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები. ძალიან გთხოვთ დამაკვალიანოთ ღვიძლის ზომებში მომატება რამდენად საშიშია, ჰეპატიტებზე პასუხები მაქ უარყოფითი
ეპისტაქსისი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია
კითხვა: გამარჯობათ , ხშირად მაქვს ცხვირიდან სისხლდენა , ანალიზებმა აჩვენეს რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს და ხომ ვერ მეტყვით მაშინ რაშია პრობლემა?
საყლაპავის თიაქარი, პანკრეატიტი - ქირურგია
კითხვა: მოგესალმებით.მაქვს საყლაპავის თიაქარი.პირვ ხარისხის და ქრონიკული პანკრეატიტი.არ მაქვს ნაღვლის ბუშტი.ფარისებური და ქალური ორგანოები.თითქმის ყოვდლდღე ვსვავ ნექსიუმს .შეიძლება თუ არა ჩემთვის კუჭის ვერტიკალური რეზექციის ოპერაცია თიაქარის დროს.ვარ48წლის.161სმ.108კგ.კუჭის და მუცლის ზონა მაქვს დიდი.მადლობა და ბოდიშით.
მენსტრუალური ციკლის გადაცდენა - გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობატ მენსტურაცია გადამიცდა 10 დღე, ტესტი გავიკეთე, პასუხი უარყოფითია, გინეკოლოგთან ვიყავი ჩავიტარე გამოკვლევა, ექოსკოპია და ანალიზი ამიღო, გამომიწერა მხოლოდ რიგევიდონი და მითხრა არაფერია 12 დღე დალიეთ, და წამოგივა ციკლიცო, არ ამიხსნა რომ რისგან იყო ეს გამოწვეული, წინა თვეში მასტან მედიკამენტოზური გავიკეთე შეიზლება ეს იყო პრობლემა , გთხოვთ მოწეროთ ,