გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
თავბრუსხვევა
კითხვა: გამარჯობა. ვარ 26 წლის. მაქვს მუდმივი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მარცხენა ყურში შუილი. ბოლო დროს საგრძნობლად დამიქვეითდა სმენა და მხედველობა. ვიყავი ნევროლოგთან, გამომიწერა დამამშიდებლები და მირჩია ფიზიკური დატვირთვა. დღეს უკვე 10 დღიანი წამლების კურსი დავასრულე და ისევ ისე ვარ, როგორც ადრე. მაქვს შეგრძნება, რომ თავში და კისერში მარილები მაქვს და მოძრაობის დროს შ ესაბამის ხმას გამოსცემენ.
ფიზიკური დატვირთვა მშობიარობის შემდგომ
კითხვა: გამარჯობა, პატარა მყავს სამი თვის და ორი კვირის , ბუნებრივ კვებაზე.ვიმშობიარე ფუზიოლოგიურად. მაინტერესებს შეიძლება თუ არა სპორტულ დარბაზში სიარული.
სისტემური სკლეროდერმია
კითხვა: მოგესალმებით. დედაჩემს აქვს რეინო - სკლეროდერმია. ვიცი ეს დაავადება არ რჩება მაგრამ მინდა სწორი მკურნალობა. ეხლა დაუნიშნეს მიკოპენოლატის მოპეტილი და წამალი არ მოუხდა. რა გავაკეთოთ ვის მივმართოთ. თან დიალეზზეც არის
მუცლის შებერილობა და ქავილი უკანა ტანის მიდამოში
კითხვა: გამარჯობა.7 თვის წინ გავიკეთე აპენდიციტის ოპერაცია და ოპერაცის შემდეგ როგორც კი გამომეღვიძა საშინლად მტკიოდა ბოდიშით და ანალური ხვრელი.ოპერაციამდე არასოდეს მტკიებია.ექიმს ვუთხარი რათქმაუნდა მაშინვე და არაფერი არ არის არც კი შევხებივარო სწორ ნაწლავსო და გაივლის ცოტა ხანშიო. გავიდა დრო და უკვე რამდენიმე თვეა ქავილის შეგრძნება მაქვს და ზოგჯერ ძალიან ძლიერდება ხოლმე და ასევე მუცელში მაქვს ყმუილის ხმა და სად რა მოძრაობს ყველაფერს ვიგებ(ზოგჯერ ისეთი ხმა არის ხოლმე და შეგრძნება ვითომ ერთი გაბერილი ადგილი უცებ დაიჩუტა და სხვაგან გავარდა) მუცელიც ხშირად მებერება. ოპერაციის შემდეგ სიცხეები 37.2 მდე მაქვს ხოლმე დღის რაღაც ნაწილში და ცოტა სუსტადაც ვარ ხოლმე, მაგრამ გლანდებიც მაწუხებს საშინლად და მაგას ვაბრალებ. გთხოვთ მითხრათ დაახლოებით რა მჭირს და საჭიროა თუ არა ექიმთან დაუყოვნებით ვიზიტი. დიდი მადლობა
ბართოლინის ჯირკვალი
კითხვა: მოგესალმებით, გთხოვთ , მომწეროთ ბართოლითის ჯირკვლუს კისტას ოპერაცია თუ კეთდება თქვენთან. ვინ აკეთებს, რა პროცედურებია საჭირო და რა იქნება ღირებულება. უღრმესი მადობა წინასწარ
ტუჩის გადიდება E ვიტამინით
კითხვა: გამარჯობათ.ერთი კითხვა მაქვს თქვენთან.ტუჩის დაბერვის მიზნით გაიკეთა ვიტამინი ე და შემდეგი ორი კვირის მერე დასივდა.გთხოვთ მირჩიოთ რით ჩაუცხრო.?