გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
გინგივიტი
კითხვა: მაქვს ღრძილების ანთება. მაინტერესებს თუ არის გადამდები და რით შეიძლება ვუმკურნალოთ?
დიაბეტი
კითხვა: გამარკობათ ჩემ შვილს აქვს დიაბეტი და რამოდენიმე დღეა უსივდება ტერპები და რით შეიდზლება იყოს გამოწვეული?
თავის ტკივილი
კითხვა: გამარჯობათ მაწუხებს თავის ხშირი ტკივილი და წვა ძალიან მეწვის ხოლმე ორივე მხარეს რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს?
ამნეზია
კითხვა: მოგესალმებით, დედაჩემი 70 წლისაა. მეხსიერების პრობლემა არასრდოს ჰქონია. უცებ ახლო წარსულში ყველაფერი დაავიწყდა. ეს მომენტალური დაკარგვა იყო მეხსიერების. არ ახსოვს პატარა შვილიშვილი 2 თვის რომელიც ყველაფერს ურჩევნია და ა.შ. გთხოვთ მოგვწეროთ ვიცი რომ საშიშია მაგრამ გვითხარით პროგრესულად რომ არ განვითარდეს. რამდენად ეშველება სავარაუდოდ არის განკურნებადი?
ხელების დაბუჟება ,თავბრუსხვევა
კითხვა: გამარჯობა.ვარ 41 წლის. სიმაღლე 183 სმ. წონა-102 კგ. 15 წელზე მეტია, ვატარებ მაღალ წნევას (მერყეობს 140/100-დან 210/160-მდე). რა დროსაც მაქვს ძლიერი თავის ტკივილი. სხვადასხვა დროს ვმკურნალობდი სხვადასხვა ექიმთან და ვღებულობდი ბევრნაირ დანიშნულებას, თუმცა უშედეგოდ. ბოლო 1 წელია დილით უზმოზე ვსვამ "კო-ენარაპრილ-ჰ" ს, წნევის აწევის შემთხვევაში ვიღებ "ფიზიოტენს-0,4"-ს, რაც მეხმარება წნევის დარეგულირებაში. გადაღებული მაქვს გულის კარდიოგრამა და ექოსკოპია, ჩაბარებული მაქვს სისხლის და შარდის ანალიზები, სადაც ყველაფერი წესრიგშია. ბოლო რამდენიმე დღეა ტკივილს ვგრძნობ კისრის არეში, მიბუჟდება ხელები და მაქვს თავბრუხვევა. განსაკუთრებით მაშინ, თუ გადავიღლები ან ღამით კარგად ვერ გამოვიძინებ. გთხოვთ, მირჩიოთ ვის მივმართო და რა სახის გამოკვლევები ჩავიტარო.
სიზმარი
კითხვა: გამარჯობა, ყოველდღე ვნახულობ სიზმრებს. დილით ძალიან დაღლილი ვიღვიძებს არსებობს თუ არა რაიმე, რომ სიზმარი აღარ ვნახო და გონება დავასვენო. ან რა იწვევს ყოველივე ამას?