რატომ არის ვარჯიში მნიშვნელოვანი?

ვარჯიში

ვარჯიში დაავადებისგან გვიცავს, ზედმეტი წონის დაკლებაში გვეხმარება, სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს.

სამსახური, დროის დეფიციტი – როგორც წესი ადამიანი სწორედ ამ მიზეზებზე დაიწყებს საუბარს თუ დაინტერესდებით რატომ არ ვარჯიშობს.
ფიზიკური აქტივობა ყველა ადამიანისთვის აუცილებელია, მაგრამ ყველა მათგანი ერთი და იმავე მიზეზით არ ვარჯიშობს. ვიდრე პროგრამას შეადგენთ, დასვით კითხვა თუ რატომ გინდათ ვარჯიში, რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია? ზედმეტი წონის დაკლება გსურთ, კუნთის მასის გაზრდა თუ სხვა?
ნებისმიერ შემთხვევაში წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს თუ რატომ უნდა ივარჯიშოთ:
• ვარჯიში დაბერების პროცესს ანელებს. როცა ადამიანი გარკვეულ ასაკშია, მის კუნთს აღდგენა უჭირს და ნაკლებად ეფექტური მიტოქონდრია აქვს. თუმცა ვარჯიში და განსაკუთრებით ძლიერი ინტენსივობის დატვირთვა ჯანსაღი მიტოქონდრიის რიცხვს ზრდის;
• ცნობილია, რომ ვარჯიშის მოყვარული ადამიანი უფრო ბედნიერია. შესაძლოა ვარჯიშმა შეამსუბუქოს დეპრესიის სიმპტომები. ამასთან, ვარჯიშის დახმარებით ადამიანი სტრესსა და შფოთვას გაცილებით უკეთ უმკლავდება;
• ვარჯიში დღეგრძელობის საწინდარია;
• სიმსუქნის რისკი იზრდება, როცა ადამიანს ასაკი ემატება. თუმცა მძიმე წონით ვარჯიშითა და ჯანსაღი კვების რაციონით ზედმეტ წონასთან გამკლავება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია;
• ვარჯიში ტვინისთვის ძალიან სასარგებლოა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, აერობიკა მეხსიერებას იცავს.  

წყარო...


კლინიკის სიახლეები

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ორ ორსულს ტყუპები შეეძინა! ერთმა მშობიარემ გოგონები გააჩინა, მეორემ – ვაჟები

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ორ ორსულს ტყუპები შეეძინა! ერთმა მშობიარემ გოგონები გააჩინა, მეორემ – ვაჟები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ფილიალ „ახალ სიცოცხლეში“ იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა.