დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, პროფესიულად არაფერს შეცვლიდა

დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, პროფესიულად არაფერს შეცვლიდა

გაიცანით ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგიური განყოფილების ექთანი

სახელი:მაყვალა

გვარი: ბერუაშვილი

პოზიცია: ექთანი

განათლება: საშუალო სამედიცინო სასწავლებელი

ჰობი: კითხვა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობა  2014 წელს დავიწყე.  უკვე 7 წელია ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ და ამ ხნის მანძილზე ბევრი მეგობარი შევიძინე. ასევე, გავიღრმავე ცოდნა და მივიღე უდიდესი გამოცდილება. ექთანი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, ფილოლოგი ვიქნებოდი. დაგროვილმა სამუშაო გამოცდილებამ დამანახა, რომ ექთნისათვის თითოეული დღე განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, პრაქტიკაში უამრავი არაორდინალური კლინიკური შემთხვევა მქონია, თუმცა, გამორჩევა შეუძლებელია, რადგან პაციენტებთან გატარებული თითოეული დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია. იმდენად მიყვარს სამედიცინო სფერო, რომ თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სამედიცინო ლიტერატურის გაცნობას და ოჯახს ვუთმობ. ალბათ, ამ სიყვარულმა განაპირობა ისიც, რომ დროის 46 წლით უკან დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ ექთნის პროფესიას ავირჩევდი. სწორედ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ უყვარდეთ საკუთარი არჩევანი, პროფესია და ყოველდღიურად იფიქრონ განვითარებაზე.