საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა

23-24 სექტემბერს, კახეთში, ქირურგიის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს მორიგ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომლის მთავარი თემაც იქნება „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ბირთვული მედიცინის მოწვეული პროფესორები იაპონიიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ეგვიპტიდან, თურქეთსა და საქართველოდან.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ კორპორაცია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და ქირურგიის ეროვნული ცენტრის დირექტორატის წევრები.

მოწვეული პროფესორები სამედიცინო საზოგადოებას წარუდგენენ მოხსენებებს ონკოდაავადებების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინის, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

უცხოელ სტუმრებს შორის იქნება 2016-2018 წლებში „ევროპის კიბოს ორგანიზაციის“ და ESTRO-ს პრეზიდენტი, ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკა „IRIDIUM KANKERNETWERK”-ის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიაციული ონკოლოგი, პროფესორი ფილიპ პორტმანსი და სხვა სპეციალისტები მსოფლიოს მრავალი წერტილიდან.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის და სრულიად კომპანია „ავერსის“ მთავარი მისია მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტებისთვის თანამედროვე, მაღალი ხარისხის მკურნალობის მიწოდებაა! დროული, ზუსტი დიაგნოზის დასმით, ციფრული აპარატურის და კვალიფიციური ექიმების დახმარებით კიბოს დამარცხება შესაძლებელია.

Agenda

კიბო არ არის განაჩენი!