საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“

ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა მორიგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

13 დეკემბერს სასტუმრო „პარაგრაფი თბილისში“ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა მორიგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებთან ერთად, მონაწილეობდნენ ბირთვული მედიცინის და რადიაციული ონკოლოგიის მოწვეული სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის ესპანეთიდან, ავსტრიიდან და თურქეთიდან. ასევე, მოხსენებები წარადგინეს სხვადასხვა ქართული კლინიკის წამყვანმა ექიმმა.

 


მოწვეულმა სპეციალისტებმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენებები ონკოდაავადებების დიაგნოსტირება-მკურნალობაში პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიი (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინოვაციურ, უახლეს, ხელოვნური ინტელექტის და ადაპტაციური სხივური თერაპიის შესაძლებლობის მქონე აპარატ ETHOS-ს.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის და კომპანია ავერსის მთავარი მისია მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და პაციენტებისთვის თანამედროვემაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა!

 

დროული, ზუსტი დიაგნოზის დასმით, ციფრული აპარატურის, კვალიფიციური ექიმების და "ტუმორ-ბორდი"მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე კიბოს დამარცხება შესაძლებელია.


კიბო არ არის განაჩენი!

#გისურვებთჯანმრთელობას