ონკოლოგიური დაავადება განაჩენი არ არის!
მოგეხსენებათ, ჰემატოლოგია სისხლისა და სისხლმბადი სისტემების შემსწავლელი მეცნიერებაა. პროფესიონალ ჰემატოლოგებს კი, ხშირად მიმართავენ როგორც არაონკოლოგიური, ისე ონკოლოგიური პაციენტები. თანამედროვე სამედიცინო სამყაროსთვის ონკოლოგიური მიმართულება დღემდე ერთ–ერთ გამოწვევად რჩება და აქედან გამომდინარე, „ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ დღის წესრიგშიც ონკოლოგიური პათოლოგიების დროულად აღმოფხვრა და უიმედოდ დარჩენილი პაციენტების, მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებით, განკურნებაა!
ყველასათვის ცნობილია, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ საერთაშორისო ასპარეზზე მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ევროპულ და ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებთან. ჩვენი უცხოელი კოლეგები ონლაინ მეთოდითა თუ პირადი ვიზიტების ფარგლებში გვიზიარებენ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და თანამედროვე სამედიცინო მისწრაფებებს. სწორედ მჭიდრო პარტნიორობის დამსახურებაა ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული „ემორის უნივერსიტეტის“ ქართველი პროფესორი, რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი – ნათია ესიაშვილი 26 თებერვალს კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საკონფერენციო დარბაზს ესტუმრა და „ქირურგიის ეროვნული ცენტრისა“ და „ახალი სიცოცხლის“ ჰემატოლოგებთან შეხვედრა გამართა. განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ჰემატოლოგიაში (ლიმფომების, მიელოიდური დაავადებების და სხვ.) სხივური თერაპიის გამოყენების თანამედროვე სტანდარტები. ასევე, პეტ/კტ–ს როლი ლიმფომების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის შედეგების შეფასებაში.
ახლა კი, მოკლედ მოგახსენებთ, თუ რას გულისხმობს სხივური თერაპია. ძირითადად, სიმსივნესთან ბრძოლა ქირურგიული, ქიმიოთერაპიული ან რადიოთერაპიული გზით ხდება. თანამედროვე ონკოლოგიაში რადიოთერაპია კიბოს მკურნალობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია შემდეგ უბნებზე: თავის ტვინი, თავ–კისერი, მკერდი, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოები და შარდ–სასქესო სისტემა. რადიაციული თერაპიის მედიცინაში გამოყენების საუკუნოვანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ იგი კიბოს სამკურნალოდ ერთ–ერთი ეფექტური მეთოდია. ის მოქმედებს როგორც ადგილობრივად კიბოს უჯრედების განადგურების, ასევე პაციენტის წინასაოპერაციო მომზადების მიზნით.
რაც შეეხება პეტ/კტ–ს, ეს აბრევიატურა – პოზიტრონ–ემისიურ ტომოგრაფიას ნიშნავს და ძირითადად, ონკოლოგიაში გამოიყენება. იგი ფუნქციური კვლევის მეთოდს მიეკუთვნება, რომლითაც ჯერ კიდევ კიბოს საწყის ეტაპზე შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადების სტადიის დადგენა. ასევე, სიმსივნის გავრცელების ზუსტი ანატომიური და ფუნქციური სურათის მიღება. იმავდროულად, PET/CT გამოიყენება ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგების შესაფასებლად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ კვლევის შედეგად, იცვლება მკურნალობის ტაქტიკა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიოთერაპიის დეპარტამენტის დაარსების დღიდან, კვალიფიციური სამედიცინო კადრებისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, მრავალმა პაციენტმა დაამარცხა ონკოლოგიური დაავადება და დაიბრუნა ცხოვრების ხალისი! გახსოვდეთ, ონკოლოგიური დაავადება განაჩენი არ არის!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
კონსულტაცია ონკოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
ხალიდან მელანომამდე
კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
მელანომა
კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
ქიმიოთერაპია
კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?