სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსების თარიღს ეძღვნება

სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსების თარიღს ეძღვნება

გიწვევთ ექიმთა მე–5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“ 

გაიმართება 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, Courtyard Marriot .

გაცნობებთ, რომ აღნიშნული კონფერენცია ჩატარდება ერთდროულად მიმდინარე  3 გაერთიანებული კონფერენციის სახით, რომელზეც მოხსენებებს წარმოადგენენ ამ დარგების ქართველი და უცხოელი სახელოვანი მეცნიერები და ექიმები.

კონფერენციები:

  • ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უახლესი მეთოდები;
  • ათეროსკლეროზისა და ცერებრო–ვასკულური სინდრომების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები;
  • თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების მნიშვნელობა მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრაში.

ნაშრომების გამოგზავნის ვადა დასრულებულია.

კონფერენციაზე დასასწრებათ გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ლინკზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScB9j6aFbeKXzjoJrz5Ouyle9vMSUlFTkvpIlpsENpRPbsZlQ/viewform

რეგისტრაცია უფასოა.