ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა

ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა

ფილტვის კიბო განაჩენი არაა – ისუნთქეთ თავისუფლად

ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

თქვენ გაქვთ სიმსივნე! – ფრაზა, რომელსაც უფრო ხშირად ისმენენ პაციენტები, რომლებიც აგვიანებენ ექიმთან ვიზიტს. მათი უმეტესობა ექიმს მიმართავს კიბოს მეორე, მესამე ან მეოთხე სტადიაზე.

პაციენტების უმეტესობას ეშინია დიაგნოზის და ამ გაუმართლებელი მიზეზით აჭიანურებს კონსულტაციას, რეალური დახმარების მიღება კი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დროულად მიმართავთ კვალიფიციურ ექიმს.

ფილტვის კიბო არ არის  მხოლოდ ერთი დაავადება, ეს სიმსივნეთა ჯგუფია განსხვავებული ჰისტოლოგიური სტრუქტურის, მოლეკულური შემადგენლობის, ტიპის, პროგრესირების მხრივ.

ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზები

ფილტვის კიბო შესაძლოა, მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს, თუმცა, მთავარი თამბაქოს მოხმარებაა (მათ შორის, ნიკოტინის ელექტროსიგარეტით შესუნთქვა).

სიგარეტის კვამლი საფრთხისშემცველია როგორც მწეველებისთვის, ისე არამწეველებისთვის. სხვა მიზეზებს შორისაა:

  • ჰაერში არსებული კანცეროგენული ნივთიერებები;
  • დაბინძურებული ჰაერი;
  • ავტომანქანების გამონაბოლქვი;
  • საწარმოო ფაქტორები (აზბესტისა და ნიკელის მტვერი, ქრომის ნაწილაკები);
  • დაავადებისადმი წინასწარგანწყობა;
  • ქრონიკული ბრონქიტი;
  • ქრონიკული პნევმონია;
  • ტუბერკულოზი;
  • პნევმოსკლეროზი;
  • ფილტვის პარენქიმაში განვითარებული ნაწიბუროვანი ცვლილებები.

თანამედროვე მედიცინაში, მსგავსი ტიპის ავთვისებიანი ნეოპლაზმების სამკურნალოდ არსებობს სხვადასხვა სახის თერაპია, რომლის მთავარი მიზანია სიმსივნური უჯრედების განადგურება.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა რიცხვი იზრდება, უმჯობესდება სამედიცინო მიღწევები, ჩნდება მკურნალობის ახალი მეთოდები, რაც პაციენტებს სიცოცხლის იმედსა და შანსს აძლევს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უერთდება ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეს და განსაკუთრებულ თანადგომას უცხადებს ონკოლოგიურ პაციენტებს, აქციის ფარგლებში შეგიძლიათ ჩაიტაროთ  ფილტვის კიბოს სკრინინგი . კვლევა ტარდება კლინიკის ულტრათანამედროვე, 32-შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion RXL.

დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფის დახმარებით შესაძლებელია დაავადების საწყის ეტაპებზე გამოვლენა, დროული მკურნალობა კი, სიმსივნის პროგრესირებისას, მკურნალობის უკეთესი შედეგის გარანტიაა.

ფილტვის კიბოს გამოვლენის შემთხვევაში, დროულად და სწორად წარიმართება დაავადების მკურნალობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად