ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ კუჭის ოპერაციას გახდომის მიზნით.
კლინიკაში სლივ–გასტრექტომია ტარდება ლაპაროსკოპიულად, უსისხლოდ.
სლივ–გასტრექტომია, კუჭის ოპერაცია გახდომის მიზნით, წარმოადგენს ნაკლებად ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევას 100%–იანი შედეგით.
ოპერაციას ატარებს ბარიატრიული ქირურგი, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგო ფიჩხაია - 596 269 292.
რას სთავაზობს ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს?
თქვენი ჯანსაღი წონის დაბრუნებაზე ზრუნავენ კლინიკის პროფესიონალი ქირურგები, რომლებიც წლებია ამ ოპერაციას ატარებენ და უამრავი გამოჯანმრთელებული, მადლიერი პაციენტი ჰყავთ. ამასთან, ოპერაციის დროს ქირურგები იყენებენ ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურას.
ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისთვის კლინიკაში ყველა პირობაა დაცული!
მოგეხსენებათ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური დაწესებულებაა და შესაბამისად, ყველა სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
რა არის სლივ–გასტრექტომია, რას ნიშნავს კუჭის ოპერაცია გახდომის მიზნით?
სლივ–გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა (ამოკვეთა). ოპერაციის დროს მცირდება კუჭის მოცულობა და ქირურგები პაციენტს ასევე აცილებენ ჰორმონ გრელინის (ჰორმონი, რომელიც შიმშილის გრძნობას იწვევს) გამომამუშავებელ უჯრედებს.
ოპერაციამდე, გარკვეული დროის განმავლობაში, პაციენტი იმყოფება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ წონის კლება ოპერაციის დასრულებისთანავე იწყება, რადგან კუჭის მოცულობის შემცირებისა და შიმშილის გამომწვევი ჰორმონის მოცილების გამო, პაციენტი ისედაც ცოტას მიირთმევს და დანაყრების შეგრძნებაც მალე ეუფლება.
სლივ–გასტრექტომიის (კუჭის ოპერაცია გახდომის მიზნით) შედეგად პაციენტები ათეულობით კილოგრამს იკლებენ.
სლივ–გასტრექტომიის დახმარებით, პაციენტი ემშვიდობება ზედმეტ წონას და ამავდროულად სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესი (დაქვეითება) ხდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპერაციის წარმატებაში და ამცირებს გართულებების რისკს. კუჭის დაპატარავების ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება, აქტიურდება და 5 დღეში ეწერება ბინაზე, ხოლო ერთ თვეში იწყებს ვარჯიშს.
ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.5–2 საათია!
რა წონის ადამიანებისთვისაა რეკომენდებული კუჭის ოპერაცია გახდომის მიზნით?
ჭარბ წონასთან ბრძოლა ქირურგიული გზით საჭირო ხდება მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღემატება 35-40კგ/მ2 და ამასთანავე, პაციენტს აღენიშნება მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადებები, ოსტეოპოროზი, ვენური უკმარისობა, რეპროდუქციული დისფუნქციები.
როგორია ოპერაციამდე მოსამზადებელი პერიოდი?
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავს სხვადასხვა პროფილის ექიმი. მათ მიერ ინიშნება და რეალიზდება გამოკვლევის სრული კურსი.
პაციენტის ოპერაციამდე მომზადებას უზრუნველყოფს კლინიკის ექიმთა გუნდი:
- ქირურგი;
- კარდიოლოგი;
- ფსიქოთერაპევტი;
- თერაპევტი;
- ენდოკრინოლოგი;
- დიეტოლოგი.
რატომ ლაპაროსკოპიული მეთოდი, რატომ არის უსისხლო ოპერაცია სასარგებლო პაციენტისთვის?
ლაპაროსკოპიულ ოპერაციას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა ნაკლებტრავმულია, შესაბამისად, რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს, ოპერაციის შემდგომი პერიოდიც გაცილებით ხანმოკლე და მსუბუქია. ასევე განსაკუთრებული მოვლა, წოლითი რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა საჭირო არ არის, პოსტოპერაციული გართულების რისკი ნაკლებია. ნაკერები უფრო ადვილად ხორცდება, მათი ზომის გამო.
ლაპაროსკოპიული ოპერაციების დროს მუცლის ღრუ დახურული რჩება, ამიტომ ოპერაციის შემდგომი ინფექციის ალბათობა მინიმალურია. ოპერაციის შემდგომი თიაქარი, რომელიც ძალზე ხშირია ღია წესით ოპერაციების დროს, ლაპაროსკოპიულ ოპერაციას პრაქტიკულად არ ახასიათებს.
მობრძანდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, გამოჯანმრთელდით, განიკურნეთ სიმსუქნისგან!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
სლივგასტრექტომია
კითხვა: აკეთებთ თუ არა ლაპარასკოპიულ გასტროპლასტიკას?
სლივ–გასტრექტომია
კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ტქვენთნ თუ ტარდება კუჭის რეზექციია ოპერაციააა? ანუ კუჭის დაპატარავებას რომ ეძახიან,და რა ჯდება დაახლოებით? მადლობა
კუჭის მოცულობის შემცირება
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი კუჭის მოცულობის შემცირება კუჭის ნაწილის მოჭრის გარეშე,რა მეთოდი შეიძლება იყოს. მადლობა წინასწარ.
სლივგასტრექტომია
კითხვა: გამარჯობა, სიმსუქნიდან გამომდინარე მუცელი მაქვს დაკიდული ვარ 135 კილო შეიძლება ამ ცხიმის მოშორება ოპერაციით და ფასი მიახლოებით რა ჯდება?
ბარიატრიული ქირურგია
კითხვა: გამარჯობა, ბარიატრიული ოპერაცია რამდენი პროცენტით ფინანსდება და რა უნდა გავაკეთო ამისთვის ვის მივმართო?
ყაბზობა, ჰიდროკოლონოთერაპია
კითხვა: გამარჯობა.მაქვს ყაბზობა და მირჩიეს ნაწლავების გამორეცხვა(ჰიდროკოლონოსკოპია) რომელიც კეთდება წყალტუბოში როდონის წყლით.რამდენად უსაფრთხოა ასეთი წყლით პროცედურის ჩატარება და ზოგადად ნაწლავის ფლორა ხომ არ დაზიანდება.არადა წლების განმავლობაში მაქვს ეს პრობლემა და ვფიქრობ გარდაუვალია გამორეცხვა....