ადაპტაციური სხივური თერაპიის აპარატის VARIAN ETHOS-ის გახსნა

ადაპტაციური სხივური თერაპიის აპარატის VARIAN ETHOS-ის გახსნა

VARIAN ETHOS ადაპტაციური სხივური თერაპია

პირველად საქართველოში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში,  უკვე რამდენიმე თვეა, კომპანია VARIAN-ის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, უახლესი  ადაპტაციური რადიოთერაპიის აპარატი ETHOS ფუნქციონირებს. 24 მაისს კი, რადიაციული თერაპიის დეპარტამენტში, საზეიმო ვითარებაში მოხდა  აპარატის ოფიციალური წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის.

 

ადაპტაციური სხივური თერაპიის აპარატის VARIAN ETHOS-ის გახსნაზე ლენტი კომპანია ავერსის დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ და კომპანია VARIAN-ის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა Szabolcs Forizs-მა გაჭრა.

VARIAN-ETHOS-ადაპტაციური-სხივური-თერაპია

 

გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტები, რომლებმაც ისაუბრეს ადაპტაციური რადიოთერაპიის აპარატის მნიშვნელობაზე, უპირატესობებსა და როლზე ონკოდაავადებების მკურნალობაში.

 

გარდა უცხოელი სტუმრებისა, გახსნას ესწრებოდნენ ქართული სამედიცინო საზოგადოების საპატიო წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა უწყების ოფიციალური პირები.

აპარატის გახსნას ახლდა სპეცეფექტებით შესრულებული წარმოდგენა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა მნახველთა შორის.

გაიგე მეტი ადაპტაციური სხივური თერაპიის აპარატის VARIAN ETHOS-ის შესახებ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული თერაპიის დეპარტამენტთან დასაკავშირებლად, დაგვირეკეთ ნომერზე (032) 2 02 25 25 !

 

გჯეროდეთ, კიბო არ არის განაჩენი - თანამედროვე ტექნოლოგიით მისი დაძლევა შესაძლებელია!