ბარიატრია
ბარიატრია - რა არის ბარიატრიული ქირურგია?
ბარიატრიული ქირურგია არის პათოლოგიური სიმსუქნის (მორბიდული სიმსუქნის) ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით შესაძლებელია წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება, ის ემსახურება ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
რა სახის ბარიატრიული ოპერაციები არსებობს და რას სთავაზობს ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს ?
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ტარდება:
• სლივ გასტრექტომია (Sleeve) - კუჭის ვერტიკალური რეზექცია ლაპარასკოპიულად
• გასტროშუნტირება (Gastric Bypass)
• მინი გასტროშუნტირება (Mini Gastric Bypass) - ერთანასტომოზიანი ოპერაცია.
• განმეორებითი ოპერაციები (თუ პაციენტს მანამდე აქვს ჩატარებული რაიმე სახის ბარიატრიული მანიპულაცია/ოპერაცია და კვლავ აღენიშნება წონის მატება).
რა არის სლივ–გასტრექტომია და რატომ უნდა აირჩიოთ ქირურგიის ეროვნული ცენტრი?
სლივ–გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა (ამოკვეთა). ოპერაციის დროს მცირდება კუჭის მოცულობა და ქირურგები პაციენტს ასევე აცილებენ ჰორმონ გრელინის (ჰორმონი, რომელიც შიმშილის გრძნობას იწვევს) გამომამუშავებელ უჯრედებს.
ოპერაციამდე, გარკვეული დროის განმავლობაში, პაციენტი იმყოფება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ წონის კლება ოპერაციის დასრულებისთანავე იწყება, რადგან კუჭის მოცულობის შემცირებისა და შიმშილის გამომწვევი ჰორმონის მოცილების გამო, პაციენტი ისედაც ცოტას მიირთმევს და დანაყრების შეგრძნებაც მალე ეუფლება.
სლივ–გასტრექტომიის დახმარებით, პაციენტი ემშვიდობება ზედმეტ წონას და ამავდროულად სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესი (დაქვეითება) ხდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპერაციის წარმატებაში და ამცირებს გართულებების რისკს. კუჭის დაპატარავების ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება, აქტიურდება და 2 დღეში ეწერება ბინაზე, ხოლო ერთ თვეში იწყებს ვარჯიშს.
ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.5–2 საათია!
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სლივ–გასტრექტომია ტარდება ლაპაროსკოპიული მეთოდით.
კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპერაციის წარმატებაში და ამცირებს გართულებების რისკს.
ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება, აქტიურდება და ორ დღეში ეწერება ბინაზე, ხოლო ერთ თვეში იწყებს ვარჯიშს.
მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რომ სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და არა კოსმეტიკური დეფექტი და მას თან შეიძლება ახლდეს მრავალი დაავადება, რაც საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას და აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს.
პაციენტის ოპერაციამდელ მომზადებას უზრუნველყოფს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმთა გუნდი:
• ქირურგი;
• კარდიოლოგი;
• ფსიქოთერაპევტი;
• თერაპევტი;
• ენდოკრინოლოგი;
• დიეტოლოგი.
მათ მიერ ინიშნება და რეალიზდება გამოკვლევის სრული კურსი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის პროფესიონალი ქირურგები გთავაზობენ სასურველ სამედიცინო შედეგთან ერთად თქვენი კომფორტისთვის მაქსიმალურად მორგებულ გარემოს!
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგს, გიგო ფიჩხაიას ნომერზე 596 26 92 92.
წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
სლივგასტრექტომია
კითხვა: აკეთებთ თუ არა ლაპარასკოპიულ გასტროპლასტიკას?
სლივ–გასტრექტომია
კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ტქვენთნ თუ ტარდება კუჭის რეზექციია ოპერაციააა? ანუ კუჭის დაპატარავებას რომ ეძახიან,და რა ჯდება დაახლოებით? მადლობა
კუჭის მოცულობის შემცირება
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი კუჭის მოცულობის შემცირება კუჭის ნაწილის მოჭრის გარეშე,რა მეთოდი შეიძლება იყოს. მადლობა წინასწარ.
სლივგასტრექტომია
კითხვა: გამარჯობა, სიმსუქნიდან გამომდინარე მუცელი მაქვს დაკიდული ვარ 135 კილო შეიძლება ამ ცხიმის მოშორება ოპერაციით და ფასი მიახლოებით რა ჯდება?
ბარიატრიული ქირურგია
კითხვა: გამარჯობა, ბარიატრიული ოპერაცია რამდენი პროცენტით ფინანსდება და რა უნდა გავაკეთო ამისთვის ვის მივმართო?
ყაბზობა, ჰიდროკოლონოთერაპია
კითხვა: გამარჯობა.მაქვს ყაბზობა და მირჩიეს ნაწლავების გამორეცხვა(ჰიდროკოლონოსკოპია) რომელიც კეთდება წყალტუბოში როდონის წყლით.რამდენად უსაფრთხოა ასეთი წყლით პროცედურის ჩატარება და ზოგადად ნაწლავის ფლორა ხომ არ დაზიანდება.არადა წლების განმავლობაში მაქვს ეს პრობლემა და ვფიქრობ გარდაუვალია გამორეცხვა....