ქიმიო-სხივური თერაპია და იშვიათი პათოლოგიის მართვა რადიოთერაპიის დეპარტამენტში
სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა იწვევს ნაზოფარინგიულ სიმსივნეს;
- საყურადღებო სიმპტომები;
- კლასიფიკაცია;
- დიაგნოსტირების მეთოდები;
- იშვიათი კლინიკური შემთხვევა;
- სხივური თერაპიის უნიკალური შესაძლებლობები.
ცხვირ-ხახის ავთვისებიანი სიმსივნე, ანუ ნაზოფარინგიული კიბო ვითარდება ხახის ზედა ნაწილში. როგორც წესი, იგი წარმოდგენილია ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის სხვადასხვა ფორმით, მაგალითად:
- მუკოეპიდერმოიდული კარცინომა;
- ადენოკარცინომა;
- ლიმფომა;
- ფიბროსარკომა;
- ოსტეოსარკომა;
- ქონროსარკომა.
გამომწვევი მიზეზები
ცხვირ-ხახის ავთვისებიანი სიმსივნე, ძირითადად, გამოწვეულია ისეთი მავნე ჩვევებისაგან, როგორიცაა თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. თუმცა, არის სპეციალობები, რომლებიც ხელს უწყობს ნაზოფარინგიული კიბოს განვითარებას. სხვადასხვა ინდუსტრიაში დასაქმებულ ფიზიკურად მომუშავე პერსონალს შეხება აქვს ისეთ პროცედურებთან, როცა აუცილებელია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ამ საკითხს უდიერად ეპყრობიან (მავნე აირების შესუნთქვა, მტვერი და ტოქსიკური ჰაერი, მშრალი მეთოდით მყარი მასალის დამუშავება, ქაღალდის ინდუსტრია, ანილინილის, საღებავებისა და ლაქების ინდუსტრია).
კიდევ ერთი ეტიოლოგიური ფაქტორია ადამიანის პაპილომავირუსი, განსაკუთრებით კი, მისი მე-16 ტიპი, რომელიც ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ცხვირ-ხახის კიბოს სიმპტომები
ადრეულ ეტაპებზე, ცხვირს ხახის ავთვისებიანი სიმსივნე ხილული ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ პაციენტები გვიან მიმართავენ ექიმს.
იგი ხშირად ვლინდება კისრის მიდამოში ლიმფური კვანძების გადიდებით. ნაზოფარინგიული კიბო ხასიათდება კიდევ ერთი სიმპტომით, ეს არის სმენის დაქვეითება, რომელიც გამოწვეულია ევსტაქის მილის ბლოკირებით.
სხვა სიმპტომებს შორისაა:
- ყურის ტკივილი;
- ჩირქოვანი, სისხლიანი რინორეა;
- ეპისტაქსისი (სისხლდენა ცხივირიდან);
- თავის ტვინის ნერვის პარეზი;
- ლიმფური კვანძის გადიდება;
- სუნთქვის დარღვევა;
- ყელის ტკივილი;
- საყლაპავის შეშუპების შეგრძნება;
- მეტყველებისა და ყლაპვის გაძნელება;
- სახის პარეზი.
ნაზოფარინგიული კიბოს კლასიფიკაცია
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციის მიხედვით, ცხვირ-ხახის სიმსივნე არსებობს სამი ტიპის, ესენია:
ცხვირ ხახის სიმსივნის დიაგნოსტირების მეთოდები
თუ ვფიქრობთ, რომ ჩივილის გამომწვევია ნაზოფარინგიული კიბო, ასეთ შემთხვევაში, ტარდება ისეთი კლინიკური კვლვევები, როგორიცაა:
- ენდოსკოპია;
- ფუნქციური ბიოფსია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტით (MRI);
- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT).
მეტასტაზირებაზე ეჭვის შემთხვევაში, ინიშნება კისრის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ფილტვებისა და ღვიძლის მეტასტაზირების მაღალი რისკის დროს კი, ღვიძლისა და გულმკერდის CT.
არადიფერენცირებული ტიპის ნაზოფარინგიული კარცინომა
ჩვენს კლინიკაში მოსვლისას, პაციენტი უჩიოდა ტკივილს და შეშუპებას მარჯვენა ზედა ყბის არეში, რომელსაც ახასიათებდა ინტენსიური ზრდა. ასევე, აწუხებდა ძლიერი ტკივილი თავისა და სახის მარჯვენა მიდამოში. მან მიმართა ყბა-სახის ქირურგს, მარჯვენა ზედა ყბის 3D ექოსკოპიურ კვლევაზე ისახებოდა მარჯვენა ჰაიმორის ღრუს დაჩრდილვა. ჩაუტარდა მარჯვენამხრივი რადიკალური ანტროტომია (შუა ყურის ზედა ნაწილის-ჰაიმორის ღრუს გახსნა). აღებულ იქნა ბიოფსიური მასალა, რის მიხედვითაც, მორფოლოგიურად იკვეთებოდა ცხვირ-ხახის ავთვისებიანი სიმსივნე (ნაზოფარინგიული კიბო).
არადიფერენცირებული ტიპის, (ფოკალურად ვლინდებოდა სქვამოზური ტიპის მაგვარი უჯრედების გროვები). ჩატარებული თავ-კისრის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით: მარჯვნივ ზედა ყბის ალვეოლური მორჩიდან შემდგომი კრანიული გავრცელებით ვენტრო–ლატერალურად ისახებოდა ქსოვილოვანი მასა ზომით 67/54/44მმ, ინვაზიით საღეჭ და საფეთქლის კუნთებში. თვალის კაკალი დეფორმირებული იყო. აღნიშნული „მასა“ ვრცელდებოდა ცხირის ღრუს მარჯვენა სავალში ქვედა და შუა ქოანებზე (ცხვირის ღრუს შიგა ხვრელები) კომპრესიით.
პაციენტის მარჯვენა თვალი პრაქტიკულად არ ჩანდა, თუმცა, ავთვისებიანი სიმსივნე გაზრდილი იყო 6 სმ-მდე და მთლიანად ფარავდა მას, რის გამოც პაციენტი ამ თვალიდან ვეღარ ხედავდა.
რადიოთერაპიული მკურნალობა და დადებითი დინამიკა
დაიგეგმა ქიმიო-სხივური თერაპია, მკურნალობა ჩატარდა რადიკალურად, არსებული სიმსივნური წარმონაქმნი მკურნალობის პროცესში შემცირდა, პაციენტს სახე დაუცხრა, გამოისახა მარჯვენა თვალი, პარალელურად ჩატარდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
პირველი საკონტროლო კვლევა ჩატარდა 6 კვირაში, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა კონტრასტით და გამოვლინდა დაავადების დადებითი დინამიკა, სიმსივნური წარმონაქმნი მკვეთრად შემცირდა, აღარ ვლინდებოდა სიმსივნური ინვაზია ცხვირის ღრუში.
პაციენტს დაუბრუნდა მხედველობა მარჯვენა თვალში, სახეზე შეშუპებაც აღარ იყო გამოხატული, შეუმცირდა ტკივილი. დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით, პაციენტი მკურნალობას აგრძელებს კლინიკური ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში, ონკოლოგიური პათოლოგიებით დაავადებული მოსახლეობის ადეკვატურ მკურნალობას უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა პროფესიული მიღწევები ამ და სხვა მრავალი მაგალითის საფუძველზე, სასიხარულოდ შთამბეჭდავია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
კონსულტაცია ონკოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
ხალიდან მელანომამდე
კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
მელანომა
კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
ქიმიოთერაპია
კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?