არ გამოგეპაროთ პროსტატის კიბოს სიმპტომები, რა ასაკის მამაკაცები არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

არ გამოგეპაროთ პროსტატის კიბოს სიმპტომები, რა ასაკის მამაკაცები არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) კიბო ავთვისებიანი სიმსივნეა და მამაკაცთა სიმსივნურ პათოლოგიებში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

სამწუხაროდ, საქართველოში ეს დიაგნოზი ხშირია. სწორედ ამიტომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყველა მამაკაცს, განსაკუთრებით კი 40 წელს გადაცილებულებს სთავაზობს აქციას წინამდებარე ჯირკვლის სრულფასოვანი კვლევისთვის.

აქცია მოიცავს ექიმ–უროლოგის კონსულტაციას, შარდის საერთო ანალიზს, საშარდე სისტემის ექოსკოპიას ნარჩენი შარდის განსაზღვრით, პროსტატსპეციფიური (PSA) ანტიგენის განსაზღვრას. საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარებთ პროსტატის ჯირკვლის ბიოფსიას და მცირე მენჯის ღრუს მაგნიტურ–რეზონანსულ კვლევას კონტრასტირებით უახლესი თაობის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფზე Toshiba Vantage Elan.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ აქციის შესახებ, იხილეთ ვრცლად!

რატომ  არის აუცილებელი პროსტატის სპეციფიური ანტიგენის PSA–ს განსაზღვრა? ის წარმოადგენს ონკომარკერს, პროსტატის სპეციფიურ მარკერს. მისი მატება სისხლის შრატში შეიძლება გამოიწვიოს პროსტატის არაკეთილთვისებიანმა სიმსივნემ, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანმა ჰიპერპლაზიამ ან ანთებამ. 

პროსტატის კიბოს შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი შოთა ბუგიანიშვილი.

– ბატონო შოთა, რას გვეტყვით პროსტატის კიბოს წარმოშობის მიზეზებსა და რისკ–ფაქტორებზე?

პროსტატის კიბოს, ისევე როგორც სხვა ტიპის კიბოს წარმოშობის ზუსტი მიზეზი უცნობია. რისკ–ფაქტორებს განეკუთვნება: ქრონიკული ინფექციური დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, სიგარეტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაჯანსაღი კვების რაციონი,  ასაკთან დაკავშირებული ჰორმონული ფონის დარღვევები და ა.შ.

როგორ ამოვიცნოთ პროსტატის კიბოს სიმპტომები?

სხვა ტიპის კიბოს მსგავსად, პროსტატის კიბოს ამოცნობა რთულია, რადგან მიმდინარეობს ჩუმად, ვერაგულად. საწყის სტადიაზე პროსტატის კიბოს რაიმე სპეციფიური სიმპტომი არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე სიმპტომკომპლექსი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ადენომის ჩივილებისგან. პაციენტს აქვს დიზურიული მოვლენები გახშირებული შარდვა, ნიქტურია (ღამის შარდვა), სტრანგურია (მტკივნეული შარდვა), შარდის ნაკადის მოდუნება, მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. თუ თქვენთვის ნაცნობია ეს სიმპტომები, თუნდაც ერთი მათგანი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებს და თავს იჩენს გაცილებით უსიამოვნო ნიშნები, მაგალითად, შარდვის სრული შეკავება, ჰემატური სისხლიანი შარდვა, ტკივილი წელისა და შორისის მიდამოში.

–  რა ასაკის მამაკაცები ავადდებიან პროსტატის კიბოთი?

პროსტატის კიბოთი ძირითადად, 45–დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცები ავადობენ, თუმცა ამ ვერაგი დაავადებისგან არც 45 წლამდე ან 70 წელს გადაცილებულები არიან დაზღვეულები.

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ პროსტატის კიბოს პროგრესირება და მეტასტაზირება ახალგაზრდა ასაკში ძალიან სწრაფად და მძიმედ მიმდინარეობს. პრევენციის მიზნით აუცილებელია 45–დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს პროსტატის სპეციფიური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა სისხლში, საშარდე სისტემის ექოსკოპია, შარდის ანალიზი, ისარგებლოს უროლოგის კონსულტაციით. ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციით შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის სრულფასოვანი გამოკვლევა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციით უნდა ისარგებლოთ თუ თქვენთვის ნაცნობია ეს სიმპტომები: შარდვის დაწყების გაძნელება, ხშირი შარდვა, ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა მიდამოში, საზარდულის, თეძოსა და წელის არეში, წვა ან ტკივილი შარდვისას, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება.

როგორ ხდება პროსტატის კიბოს დიაგნოსტირება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პროსტატის კიბოს დიაგნოსტირება ხდება თანამედროვე გაიდლაინებით. პროსტატის კიბოს ვიკვლევთ ონკომარკერით PSA, ონკომარკერის დარღვევის გამოვლენისას პაციენტს ვუტარებთ ბიოფსიურ კვლევას. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ პაციენტს ესაჭიროება მცირე მენჯის მაგნიტურ–რეზონანსული კონტრასტული კვლევა, ასევე მუცლის ღრუს ექოსკოპია, გულმკერდის ღრუს კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ამასთან, რექტალური გამოკვლევა თითით. ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური უროლოგებით. ყველა კვლევას ჩაიტარებთ ერთ სივრცეში.

რას გვეტყვით მკურნალობის მეთოდებზე, რას სთავაზობს ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს?

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ავადმყოფობის მიმდინარეობაზე. როდესაც საქმე გვაქვს შორსწასულ სიმსივნურ პროცესთან ვიყენებთ კონსერვატულ მკურნალობას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ხოლო ადრეულ სტადიაზე სიმსივნური წარმონაქმნისა და მის ირგვლივ მდებარე ლიმფური კვანძების ამოკვეთის მიზნით, პაციენტს ვთავაზობთ ქირურგიულ ოპერაციას როგორც ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიულად.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართიქალაქი თბილისიდიღომიჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ   დაუკავშირდეთ   ქირურგიის   ეროვნული  ცენტრის  უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს შოთა ბუგიანიშვილს ნომერზე 577 32 88 99;

გისურვებთ ჯანმრთელობას!