ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში ჩაატარეს.

კ.ერისთავის სახელობის. ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში ჩაატარეს. ეს საზღვრისპირა რეგიონია, რომლის მოსახლეობასაც განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება. 

ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.
აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა. აქციაში მონაწილეობდნენ: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ექოსკოპისტი.
გაისინჯა 102 პაციენტი, მათ ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გასინჯული პაციენტები უზრუნველყო საჭირო მედიკამენტებით.
კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე...