ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიის მკურნალობა ენდოსკოპიური მეთოდით ან ოპერაციის გარეშე!

ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიის მკურნალობა ენდოსკოპიური მეთოდით ან ოპერაციის გარეშე!

სიახლე პაციენტებისთვის, რომლებსაც ზურგის ტკივილი აწუხებთ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთვის ნაცნობია:

  • გაწუხებთ ზურგის ქრონიკული ტკივილი წელის მიდამოს დისკის ჰერნიაციის გამო ან დიაგნოსტირების გარეშე; 
  • იყენებთ მედიკამენტებს უშედეგოდ;
  • ცხოვრების ხარისხი დაქვეითებულია ტკივილის გამო;
  • და გეშინიათ ქირურგიული ოპერაციის. 

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, იმკურნალოთ ხერხემალზე და გათავისუფლდეთ ტკივილისგან მინი ინვაზიური ენდოსკოპიური მეთოდით ან უოპერაციოდ.

10, 11 და 12 ივნისს ქირურგიის ეროვნულ ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვია თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი, რომელსაც ნეიროქირურგიაში მუშაობის 30–წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

უფასო კონსულტაციით სარგებლობა შეეძლო ყველა იმ პაციენტს, რომელიც უჩიოდა შემდეგ სიმპტომებს ან ჰქონდა რომელიმე დიაგნოზი:

  • ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი;
  • ოსტეოპოროზი;
  • ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც დაკავშირებულია როგორც ზურგის ტვინთან, ისე ხერხემლის სვეტთან;
  • მუდმივი ხასიათის ტკივილი ხერხემლის არეში. ტკივილი, რომელსაც ვერ აყუჩებს ტკივილგამაყუჩებელი;
  • წელის ტკივილი;
  • კისრის ტკივილი;
  • ბარძაყისა და ფეხის ტკივილი.  

პროფესორმა უფასო კონსულტაციაზე გამოავლინა ის პაციენტები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ და საჭიროებდნენ ქირურგიულ ჩარევას ან მკურნალობას ოპერაციის გარეშე.

რას ნიშნავს ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიის მკურნალობა ოპერაციის გარეშე ან მინი ინვაზიური ქირურგიული ჩარევით?

როგორც თურქმა ნეიროქირურგმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიის მკურნალობა ენდოსკოპიური მეთოდით ბევრი უპირატესობით გამოირჩევა და ესენია:

  • ქირურგიული ჩარევა ტარდება უსისხლოდ;
  • მინი ინვაზიური პროცედურის დროს არ ზიანდება დისკი და ნერვი;
  • ფაქტობრივად ჭრილობა არ არის, მხოლოდ მცირე ზომის განაკვეთი;
  • პაციენტი იმავე დღეს ტოვებს კლინიკას და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს ყოველგვარი დისკომფორტისა და ტკივილის გარეშე, მაგალითად, თუ პროცედურა ჩატარდება დილით საღამოს სახლში დაბრუნდებით;
  • არ ახასიათებს პოსტოპერაციული ტკივილი;
  • ფაქტობრივად არ სჭირდება რეაბილიტაცია;
  • რადგან პროცედურა გაჭრას არ საჭიროებს, შესაბამისად, არც ნაკერია საჭირო;
  • ხერხემალზე ჩატარებულ ენდოსკოპიურ ოპერაციას პრაქტიკულად არ ახასიათებს გართულება;
  • ულტრათანამედროვე ენდოსკოპი ნეიროქირურგს საშუალებას აძლევს დისკის თიაქართან მიდგომის დროს, გააკეთოს უმცირესი ზომის განაკვეთი. დისკთან მიდგომა ხორციელდება კუნთებისა და რბილი ქსოვილების გაფართოებით და არა გადაჭრით. ამ თანამედროვე მეთოდით არ ზიანდება ქსოვილი, რაც პაციენტის შრომისუნარიანობის აღდგენას სწრაფად უზრუნველყოფს;
  • ენდოსკოპს აქვს შესანიშნავი ვიზუალიზება, რომლის დახმარებითაც ნეიროქირურგი კვეთს პულპოზური ბირთვის იმ ნაწილს (თიაქარი), რომელიც იწვევს პაციენტის ფეხისა და წელის ტკივილს.

ასევე შესაძლებელია მკურნალობა ოპერაციის გარეშე. ე.წ. რადიოფრეკანსის (არის ლაზერული) დროს პაციენტს კლინიკაში მოუწევს მაქსიმუმ 10–15 წუთით დაყოვნება. ამ ტექნიკის ძირითადი არსი არის ის, რომ ხერხემლის პათოლოგიურ უბანში ნეიროქირურგი აკეთებს გაუტკივარებას. თუ პაციენტის ტკივილის სინდრომი 100–დან 50%–ით შემსუბუქდება, ტარდება რადიოფრეკანსი. ნეიროქირურგი შემდგომ იმავე წერტილში შედის ნემსით და კონკრეტულ ადგილს თიშავს. ძალიან წარმატებული პროცედურაა. პაციენტს არ სჭირდება ოპერაცია და ამ მეთოდს ოპერაციის გარეშე მკურნალობა ეწოდება.

„უკვე 30 წელია ნეიროქირურგიულ ოპერაციებს ვატარებ. წლების წინ, ვიდრე ენდოსკოპიური მიდგომით ხერხემალზე მკურნალობის შესაძლებლობა მოგვეცემოდა, ხერხემლის პათოლოგიის განკურნება ღია წესით, ოპერაციით გვიწევდა. ღია წესით ჩატარებულ ხერხემლის ოპერაციებს ახასიათებს დიდი ჭრილობა, მაღალია ხერხემლის დაზიანებისა და მაშასადამე, უნარშეზღუდულობის რისკი. ღია ტიპის ოპერაციის დროს პაციენტებს რამდენიმე დღით, ზოგჯერ კი კვირებით უწევდათ საავადმყოფოში დარჩენა, აწუხებდათ პოსტოპერაციული ტკივილი, თქვენ წარმოიდგინეთ დროებით დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირდათ, დიდი იყო სისხლდენისა და გართულებების რისკი. სამწუხაროდ, ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობის ენდოსკოპიურ მეთოდზე და შესაბამისად, ერიდებიან ქირურგიულ ჩარევას. რასაც გთავაზობთ ეს არ არის ღია წესით ჩატარებული ოპერაცია, ესაა მინი ინვაზიური მანიპულაცია, რომელიც კეთდება ყოველგვარი განაკვეთის გარეშე, მხოლოდ ერთი ჩხვლეტით. ძალიან ეფექტური მეთოდია, რადგან ხერხემალს ტრავმა პრაქტიკულად არ ადგება“, – აცხადებს ნეიროქირურგი.

ბატონი თუნჩის განცხადებით, აღფრთოვანებულია ქირურგიის ეროვნული ცენტრის გულთბილი მასპინძლობით, კლინიკის ნეიროქირურგთა მიერ ჩატარებული ოპერაციებით და იმ ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომლითაც პაციენტთა დიაგნოსტირება და მკურნალობა ხდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!