ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 9, 10, 11 და 12 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ თურქი პროფესორი უკვე სტუმრობდა კლინიკას და რადგან პაციენტთა მომართვიანობა ძალიან მაღალი იყო, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, პროფესორის ვიზიტი სექტემბერშიც დაინიშნა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თურქი პროფესორი ჩაატარებს უფასო კონსულტაციას და გამოავლენს იმ პაციენტებს, რომლებიც ექვემდებარებიან და საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.
აღსანიშნავია, რომ უნიკალურ ოპერაციებს ჩაატარებს თავად თუნჩ კოჩი.
უფასო კონსულტაციით უნდა ისარგებლოთ, თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს ან გაქვთ რომელიმე დიაგნოზი:
- ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი;
- ოსტეოპოროზი;
- ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც დაკავშირებულია როგორც ზურგის ტვინთან, ისე ხერხემლის სვეტთან;
- უჩივით მუდმივი ხასიათის ტკივილს ხერხემლის არეში და ტკივილს ვერ აყუჩებს ტკივილგამაყუჩებელი.
კონსულტაციის შემდეგ, თუ გამოვლინდა ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა, ჩაგიტარდებათ მინი ინვაზიური ოპერაცია ენდოსკოპიურად.
ამ ტიპის ოპერაციის შემდეგ პაციენტის კლინიკაში დაყოვნების დრო მინიმალურია, მაგალითად, თუ ოპერაცია ჩატარდება დილით, საღამოს უკვე შეძლებთ სახლში დაბრუნებას. აღსანიშნავია, რომ ხერხემალზე ჩატარებულ ენდოსკოპიურ ოპერაციას პრაქტიკულად არ ახასიათებს გართულება და ღია წესით განხორციელებულ მეთოდთან შედარებით, ნაკლებტრავმულია.
თურქი კოლეგა ოპერაციისთვის თავადვე ჩამოიტანს სპეციალურ, ულტრათანამედროვე ენდოსკოპიის აპარატს.
აღსანიშნავია, რომ როცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს დახმარებას საერთაშორისო სამედიცინო დონეზე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ნეიროქირურგებსა და თურქეთის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორს შორის იმართება კონსილიუმი.
გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა წინასწარი ჩაწერა.
თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!
გისურვებთ ჯანმრთელობას!