ნებისმიერი მდებარეობისა და სირთულის ანევრიზმის დიაგნოსტირება და მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში!

ნებისმიერი მდებარეობისა და სირთულის ანევრიზმის დიაგნოსტირება და მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი.

აღენიშნებოდა არასტაბილური ჰემოდინამიკა, მძიმე ჰემორაგიული შოკი. ჩატარდა მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით. გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის გამსკდარი ანევრიზმა. თავის ტვინის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მწვავე იშემია აჩვენა. თუ გავითვალისწინებთ პაციენტის ზოგად მდგომარეობას და დაავადების სიმძიმეს, ღია ქირურგიული წესით აორტის ანევრიზმის პროთეზირება დაკავშირებული იყო ინტრაოპერაციულ მაღალ ლეტალურ რისკთან. მდგომარეობიდან გამომდინარე შეირჩა ერთადერთი გამოსავალი – ჩატარებულიყო აორტის ინფრარენულ სეგმენტში სტენტ–გრაფტის იმპლანტაცია, შესაბამისად, აორტის ანევრიზმის რთული ანატომიიდან გამომდინარე სასწრაფო წესით ჩატარდა ოთხკომპონენტიანი სტენტ–გრაფტის იმპლანტაცია, კარგი ანგიოგრაფიული შედეგით.

ოპერაცია ჩაატარეს ჩვენი კლინიკის ენდოვასკულური დეპარტამენტის ანგიოქირურგებმა გიორგი ჯინჭველაძემ და გიორგი კენჭაძემ. მათი სამუშაო გამოცდილება 10 წელზე მეტს ითვლის და კლინიკის ენდოვასკულური დეპარტამენტის ახალი წევრები არიან.

ოპერაცია შესრულდა ორმკლავიანი ანგიოგრაფის Trinias B12–ის გამოყენებით. სწორედ ამ ულტრათანამედროვე აპარატითაა აღჭურვილი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰიბრიდული საოპერაციო. ცხადია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ კლინიკას მუდმივად გააჩნია სტენტ–გრაფტების უწყვეტი მარაგი, რაც მიღწეულია მწარმოებელ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით. სწორედ სახარჯი მასალის მარაგის ადგილზე არსებობით შესაძლებელი გახდა, დროის უმოკლეს ვადაში შერჩეულიყო შესაბამისი სტენტ–გრაფტები და ჩატარებულიყო ოპერაცია.

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ ანგიოქირურგების, გიორგი ჯინჭველაძისა და გიორგი კენჭაძის უფასო კონსულტაციით, მობრძანდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ყოველ სამშაბათს!

ისარგებლეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანგიოქირურგთა მომსახურებით 24 საათის განმავლობაში!

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25 რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!

გისურვებთ ჯანმრთელობას!