ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ დიაბეტის თემაზე ლექციას.
ლექციაზე დასწრება უფასოა.
ლექციას უმასპინძლებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზი. ლექცია ჩატარდება შაბათს, 29 აპრილს 13:00 საათზე.
მას გაუძღვება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი, სოფიო ფუტურიძე.
თუ სურვილი გაქვთ, რომ დაესწროთ ლექციას, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ დაავადების სიმპტომების, მართვისა თუ მკურნალობის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქოლ–ცენტრის ნომერზე 577119119 ან 202 25 25 და ჩაეწერეთ სტუმართა სიაში.
ლექცია წარიმართება კითხვა–პასუხის რეჟიმში, შესაბამისად, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე მიიღებთ ექიმის კომპეტენტურ პასუხსა და რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, რომ დიაბეტიანთა მესამედს მდგომარეობის დასასტაბილურებლად დიეტაც ჰყოფნის. დიაბეტიანებს ეკრძალებათ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. მენიუ მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ დაბალკალორიული. სწორედ დიეტოთერაპიაზე გავამახვილებთ ყურადღებას და სლაიდშოუს წყალობით, გაეცნობით რომელი პროდუქტი რა საფრთხეს გვიქმნის ან პირიქით, რომელია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. წარმოგიდგენთ პრაქტიკულ მაგალითებს – კონკრეტული პროდუქტი რა სასარგებლო ვიტამინებსა თუ მინერალებს შეიცავს და როგორ ხდება ამ პროდუქტების ნახშირწყლების დათვლა.
ამასთან, თქვენთვის მოვამზადებთ სპეციალურ კითხვარს. პასუხების შესაბამისად განვიხილავთ შკალას. კითხვარის მიხედვით (მოიცავს ასაკს, სხეულის მასის ინდექსს, ფიზიკური აქტივობის დონეს, გენეტიკას და სხვა), ლექციაზე ყველა სტუმრის მონაცემი ინდივიდუალურად შეფასდება.
ეს შკალა არის ერთგვარი დიაბეტის ტესტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ დაავადების პრევენცია.
ლექციაზე ქალბატონი სოფიო ფუტურიძე ისაუბრებს დიაბეტის სიმპტომების მართვის ხერხებზე.
ლექციის მიზანია, მოსახლეობაში ავამაღლოთ ცოდნა დიაბეტის შესახებ. ექიმი აგიხსნით თუ რა გართულება შეიძლება მოიტანოს დაავადებამ, როგორ იზრუნოთ დიაბეტით დაავადებულ ოჯახის წევრსა თუ მეგობარზე, როგორი ტიპის საკვები მოუმზადოთ და სხვა.
დაგვიკავშირდით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრის ნომერზე 577119119 ან 202 25 25. ლექციაზე დასასწრებად მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა. ლექციაზე დასწრება უფასოა!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ავტორი ეკატერინე ციცხვაია