საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მადლობის სიგელი გადასცა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მადლობის სიგელი გადასცა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მადლობის სიგელი გადასცა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, თეა გამეზარდაშვილს, რეგიონებში განხორციელებულ სამედიცინო აქციებში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი, კვირაში რამდენიმე დღე რეგულარულად აწარმოებს უფასო კონსულტაციის აქციებს. ეს სერვისი ჩვენს კლინიკაში 2012 წლიდან დაინერგა. ამასთან, ქირურგიის ეროვნული ცენტრი სამედიცინო გასინჯვების აქციას სთავაზობს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასაც – მაღალკვალიფიციური ექიმები რეგულარულად ჩადიან რაიონებში, სადაც აქციაზე მისულ ადამიანებს უფასო სამედიცინო გასინჯვას სთავაზობენ. რეგიონებში აქციების მნიშვნელოვანი ბენეფიტია მედიკამენტები, რასაც უსასყიდლოდ გვაწვდის „ავერსი ფარმა“. შესაბამისად, უფასო გასინჯვებზე მოსული რეგიონის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ იღებს მისთვის საჭირო მედიკამენტს.


2016 წელს ქირურგიის ეროვნული ცენტრის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციებმა მოიცვა 10–ზე მეტი რეგიონი.      

„2016 წელმა ბევრი ემოცია მოიტანა – დადებითიც და უარყოფითიც... იყო ბევრი შრომატევადი დღე და ბევრი უძილო ღამე, მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარი და გამოწვევაა ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც შევეცადეთ ჩვენი წილი ვალი მოგვეხადა, შევშველებოდით ამ მძიმე ყოფიერებაში და ექიმის მადლიანი, კეთილი რჩევა მაინც არ დაგვნანებოდა უანგაროდ... ასე მოვიარეთ და გავსინჯეთ ალვანის, ყარაჯალას, სანიორეს, ართანას, ფშაველის, ლალისყურის, ლეჩურის, ლაფანყურის, ნაფარეულის, ჯუღაანის, თეთრიწყაროსა და ზესტაფონის მოსახლეობა. ჩავატარეთ რამდენიმე ათასი ოპერაცია, მათ შორის არაერთი – უნიკალური... უფლის წყალობით და თავდაუზოგავი შრომით ვეცადეთ გადაგვერჩინა ათასობით ადამიანი... წინ 2017 წელია, – სავსე იმედებით და გამოწვევებით, ახალი იდეებითა და უთვალავი შესაძლებლობებით, – მივანიჭოთ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი სითბო, სიყვარული და ბედნიერება“, – განაცხადა ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თეა გამეზარდაშვილმა. 

ქირურგიის ეროვნული ცენტრი სიგელისთვის მადლობას უხდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ თალაკვაძეს. 

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურში!

ავტორი   ეკატერინე ციცხვაია