საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს.

კლინიკა ჩაერთო კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და კვლევას სრულიად უფასოდ გთავაზობთ.     

საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგით სარგებლობა შეუძლიათ 25–დან 60 წლამდე ასაკის თბილისში მცხოვრებ ქალბატონებს (პირი, რომელიც იურიდიულად რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში).

მოგეხსენებათ, საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში განკურნების შანსი საკმაოდ მაღალია და სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ მეთოდად არის მიჩნეული.

აქციით უნდა ისარგებლოთ, თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:

  • დისკომფორტი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში;
  • წონის ან მადის დაკარგვა;
  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • მენსტრუაციებს შორის სისხლდენა ან სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს;
  • ვაგინალური დისკომფორტი ან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი;
  • გადაღლა.

სკრინინგით სარგებლობა შეგიძლიათ ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

რა უნდა იცოდეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ?