
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ქირურგისა და ენდოკრინოლოგის უფასო კონსულტაციას.
თუ ჭარბი წონა გაქვთ და გსურთ, უსაფრთხოდ დაემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ სლივ–გასტრექტომიის ოპერაციას, რომელიც არის ნაკლებად ინვაზიური ქირურგიული ჩარევა 100%–იანი შედეგით.
სლივ–გასტრექტომია ტარდება ლაპარასკოპიული მეთოდით.
ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება, აქტიურდება და ხუთ დღეში ეწერება ბინაზე, ხოლო ერთ თვეში იწყებს ვარჯიშს.
სლივ–გასტრექტომიის ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, თანაგადახდის პრინციპით.
სლივ–გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა, მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.
თქვენი ჯანსაღი წონის დაბრუნებაზე იზრუნებს გამოცდილ ქირურგთა გუნდი, რომელიც წლებია წარმატებით ახორციელებს სლივ–გასტრექტომიის ოპერაციებს. სლივ–გასტრექტომიის დახმარებით პაციენტი ემშვიდობება ზედმეტ წონას და ამასთან, სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესი ხდება.
კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპერაციის წარმატებაში და ამცირებს გართულებების რისკს.
პაციენტის ოპერაციამდელ მომზადებას უზრუნველყოფს ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდი:
- ქირურგი;
- კარდიოლოგი;
- ფსიქოთერაპევტი;
- თერაპევტი;
- ენდოკრინოლოგი;
- დიეტოლოგი.
მათ მიერ ინიშნება და რეალიზდება გამოკვლევის სრული კურსი.
გახსოვდეთ, სიმსუქნის დამარცხება ქირურგიის ეროვნული ცენტრის დახმარებით გაცილებით მარტივია!
უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგს, გიგო ფიჩხაიას ნომერზე 596 26 92 92.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
სლივგასტრექტომია
კითხვა: აკეთებთ თუ არა ლაპარასკოპიულ გასტროპლასტიკას?
სლივ–გასტრექტომია
კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ტქვენთნ თუ ტარდება კუჭის რეზექციია ოპერაციააა? ანუ კუჭის დაპატარავებას რომ ეძახიან,და რა ჯდება დაახლოებით? მადლობა
კუჭის მოცულობის შემცირება
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი კუჭის მოცულობის შემცირება კუჭის ნაწილის მოჭრის გარეშე,რა მეთოდი შეიძლება იყოს. მადლობა წინასწარ.
სლივგასტრექტომია
კითხვა: გამარჯობა, სიმსუქნიდან გამომდინარე მუცელი მაქვს დაკიდული ვარ 135 კილო შეიძლება ამ ცხიმის მოშორება ოპერაციით და ფასი მიახლოებით რა ჯდება?
ბარიატრიული ქირურგია
კითხვა: გამარჯობა, ბარიატრიული ოპერაცია რამდენი პროცენტით ფინანსდება და რა უნდა გავაკეთო ამისთვის ვის მივმართო?
ყაბზობა, ჰიდროკოლონოთერაპია
კითხვა: გამარჯობა.მაქვს ყაბზობა და მირჩიეს ნაწლავების გამორეცხვა(ჰიდროკოლონოსკოპია) რომელიც კეთდება წყალტუბოში როდონის წყლით.რამდენად უსაფრთხოა ასეთი წყლით პროცედურის ჩატარება და ზოგადად ნაწლავის ფლორა ხომ არ დაზიანდება.არადა წლების განმავლობაში მაქვს ეს პრობლემა და ვფიქრობ გარდაუვალია გამორეცხვა....