მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის შაკიკი;
- რამდენი ხანი გრძელდება შეტევა;
- რომელი ნივთიერება ასრულებს მნიშვნელოვან როლს შაკიკის განვითარებაში;
- შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორები;
- ჰემიკრანიის დიაგნოსტირება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
შაკიკი ანუ ჰემიკრანია გავრცელებული, ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ძლიერი, მოულოდნელად აღმოცენებული შეტევითი და განმეორებითი ხასიათის თავის ტკივილი ახასიათებს. ძლიერი ტკივილი შეიძლება 4-დან 72 საათამდე გაგრძელდეს.
შაკიკის დროს ადგილი აქვს თავის ტვინში სისხლძარღვოვან არასტაბილურობას. შეტევისას სისხლძარღვები თავდაპირველად ვიწროვდება, შემდეგ კი მკვეთრად ფართოვდება. ამ დროს ძლიერდება თრომბოციტების შეწებება.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეროტონინი, რომლის რაოდენობაც ჯერ იმატებს, შემდეგ კი მკვეთრად იკლებს.
შაკიკის პროვოცირება შეუძლია როგორც გარეგან, ისე შინაგან ფაქტორებს. მაგალითად:
- საკვები და სასმელი (შოკოლადი, კაკაო, ყავა, ლუდი, ყველი, არაჟანი, ცხელი სოუსები);
- შიმშილი და ჰიპოგლიკემია (შიმშილის დროს სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება, ეს თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა შაკიკის შეტევას დაუდოს სათავე);
- გარემო პირობები (სიცხე, სიცივე, კაშკაშა სინათლე).
გამომწვევი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა.
ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა + ნევროლოგის კონსულტაცია, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--/31356
კვლევის ჩატარების შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, დაგინიშნოთ ინდივიდუალური მკურნალობის კურსი. მანამდე კი, სასურველია, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!