ჰიდროცეფალია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად საშიშია ჰიდროცეფალია 19წლის გოგოსთვის და საკმარისია თუ არა მედიკამენტებით და ნემსებით მკურნალობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰიდროცეფალია (ანუ წყალმანკი) პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიქვორი) რაოდენობა. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება. ჰიდროცეფალიას, მისი ხარისხის და ფორმის მიხედვით მკურნალობენ მედიკამენტურად და/ან ქირურგიული წესით (შუნტირება).
თუ პაციენტს აქვს იოლი ფორმის ჰიდროცეფალია, ასეთ შემთხვევაში, დადებითი დინამიკისათვის საკმარისია მედიკამენტური მკურნალობა და ექიმის პერიოდული კონტროლი. მკურნალობის შედეგად კი, ხდება ან სრული განკურნება, ან სტაბილური მდგომარეობის მიღწევა.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს , ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს , სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა