თირკმლის კისტა - უროლოგია

კითხვა: მარჯვენა თირკმელი ზომით 112-69, შუა მესამედში ლატერალურად ფიქსირდება 80,1-70,3 მმ ზომის ანექოგერული კისტოზური ჩანართი გამჭვირვალე შიგთავსით. მენჯ-ფიალოვანი სისტემა დილატირებული არ არის. ეს არის ექოსკოპიის გამოკვლევის შედეგი. ვარ 64 წლის ქალბატონი, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში იზრდება კისტის სიდიდე,ჩივილები არ მაქვს. კრეატინინი ნორმის ფარგლებშია. გთხოვთ მიპასუხოთ, რამდენად საშიშია და აუცილებელია თუ არა ოპერაციული ჩარევა. წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ტექსტში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • ეტიოლოგია – რა არის თირკმლის კისტა;
  • თირკმლის კისტის ტიპები;
  • როდის უნდა მიმართოთ ქირურგიულ მკურნალობას.

Tirkmlis_kistebi

ზოგადად თირკმლის კისტა მარტივი აგებულების, არასიმსივნურია და არ იწვევს გართულებებს.
ერთეული კისტები არ ჰგავს პოლიკისტური დაავადების დროს წარმოქმნილ კისტებს. თუმცა, არსებობს მათი რამდენიმე ტიპი:

  • სოლიტარული კისტა;
  • კისტებდერმოიდული კისტა;
  • მულტიკისტოზი;
  • პოლიკისტოზი.

თქვენს შემთხვევაში, თუ იგი მატულობს ზომაში და მეზობელ ორგანოებს აწვება, არღვევს თირკმლის სისხლის მიმოქცევას და ორგანოდან შარდის გამოყოფის პროცესს, ასევე, იწვევს ტკივილს და არსებობს მისი გასკდომის საშიშროება, მაშინ უნდა მიმართოთ ქირურგიულ მკურნალობას.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას გაეცნობა ჩატარებული გამოკვლევების პასუხებს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, ქირურგიული მკურნალობის და რეაბილიტაციის შესახებ.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ქირურგიის ეროვნული ცენტის სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა