მოგესალმებით,
გუჟერო-შოგრენის სინდრომი ეს არის სანერწყვე ჯირკვლის სისტემური დაავადება.
მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:
- თვალების სიმშრალე – ქსეროფთალმია;
- პირის სიმშრალე – ქსეროსტომია;
- სისტემური პოლიართრიტი;
- ზოგადად, ლორწოვანი გარსის სიმშრალე (სასქესო ორგანოები);
- ყბაყურა ჯირკვლების ზომის მატება.
აღნიშნული დაავადება ძალიან ხშირად შეჭიდულია შემაერთებელი ქსოვილის ანთებით დაავადებებთან ყველაზე ხშირად კი, სკლეროდერმიასთან და სისტემურ წითელ მგლურასთან. სწორედ ამ პათოლოგიების გამოსარიცხად ტარდება მთლიანი იმუნოლოგიური კვლევა – ანტინუკლეარული ანტისხეულების განსაზღვრა (ANA). ასევე, ანტი-Ro/SSA და ანტი-La/SSB. ამავდროულად აუცილებელია რევმატოლოგისა და იმუნოლოგის ჩართულობა.
გირჩევთ, ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და მკურნალობის მეთოდის შერჩევისთვის მომართოთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ რევმატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი, ბატონი ოთარ ჟვანია გაგიწევთ სათანადო დახმარებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/revmatologia/42
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!