კითხვა: გამარჯობა. უკვე რამდენიმე თვეა მაწუხებს აუტანელი ქავილი მთელს სხეულზე. თავიდან მეგონა ალერგია მქონდა მაგრამ ანტიალერგიულმა პრეპარატმა ვერ მიშველა. შემდეგ უფრო გამძაფრდა ქავილი. ხელის თითებს შორის ქავილის შემდეგ პატარა ბურთულაკები მიჩნდება რომელიც სკდება და ისევ იჩენენ თავს. იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება ვიხმარო, მალამო ან რაიმე პრეპარატი ლამისაა გამაგიჟოს ამ მდგომარეობამ
პასუხი:
მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ კანის პარაზიტული დაავადებები, ან არაპარაზიტული შემდეგი დაავადებები:
- მუნი -რომლის გამომწვევია მიკროსკოპული ზომის რვაფეხა ტკიპა და ახასიათებს ძლიერი და შეუჩერებელი ქავილი. იგი წარმოადგენს გადამდებ დაავადებას, რომელიც ადვილად ვრცელდება ახლო ფიზიკური კონტაქტის შედეგად.
- ბოქვენის ტილი მცირე ზომის მწერია, რომელიც ადამიანის გენიტალიების არეში ბინადრობს და ერთი ადამაინიდან მეორეს გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით. უფრო იშვიათად, ტილების გადადება შესაძლებელია თეთრეულით, პირსახოცით ან ტანსაცმლით - ასევე ახასიათებს ძლიერი ქავილი.
- კანის სხვა დაავადებებიც, როგორიცაა დერმატიტი და ეკზემა, უკავშირდება ქავილსა და მცირე ზომის ამობურცულობებს კანზე.
ექიმმა სპეციალისტმა საჭიროა გამოიკვლიოს მდგომარეობის ზუსტი მიზეზი შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად. ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები და აბაზანის ხშირი მიღება არ აქრობს დაავადებას!
ამიტომ, მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, მიმართეთ დერმატო–ვენეროლოგს.
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!