მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. პოდაგრა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი ორგანიზმში შარდმჟავას ჭარბი რაოდენობით დაგროვებაა, რასაც თირკმელების ფუნქციონირების დარღვევა იწვევს.
აღსანიშნავია ,რომ, მოსახლეობაში ხშირად პოდაგრას უწოდებენ სრულიად სხვა პათოლოგიას ,ე.წ. ბუნიონს, იგივე ჰალუს ვალგუსს(Hallux Valgus), რომლის შემთხვევაში ადგილი აქვს ტერფის დეფორმაციას და ბიომექანიკის დარღვევას.
სტატისტიკის თანახმად, პოდაგრა უმეტესად გვხვდება მამაკაცებში (95%), ბუნიონი კი - ქალებში (98%).
ოპერაციული მკურნალობა სწორედ ბუნიონის დროს გამოიყენება . "hallux" - ფეხის ცერა თითის ლათინური დასახელებაა, "valgus" გულისხმობს ცერა თითის ანომალურ გადახრას, რაც ზოგადად ბუნიონისთვის არის დამახასიათებელი.
ბუნიონის სამკურნალოდ, მრავალი ქირურგიული მეთოდი არსებობს, რომლებიც მიზნად ისახავენ ტერფის ბიომექანიკის აღდგენას. მეთოდი შეირჩევა უშუალოდ ქირურგის მიერ, ჩატარებული გამოკვლევების და პაციენტის ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ჩარევა რბილი ქსოვილების დონეზე, შორსწასულ შემთხვევებში კი აუცილებელი ხდება ტერფის ძვლების კორექცია.
ოპერაციის დაგეგმვისთვის აუცილებელია ტერფის გამოკვლევა, ე.წ. პოდომეტრია და რენტგენოგრაფია.
ეს მეთოდები სწრაფი და უმტკივნეულოა და გვაძლევს სრულ წარმოდგენას ტერფის ბიომექანიკური ფუნქციის მდგომარეობის შესახებ.
ბუნიონის ოპერაცია, პროცესის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ადგილობრივი, ასევე სპინალური ანესთეზიით ან ზოგადი ნარკოზით.
ოპერაციის სირთულის შესაბამისად, რეაბილიტაციის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 6-დან 8 კვირამდე. ამ ხნის განმავლობაში პაციენტი ატარებს სპეციალურ ფეხასაცმელს. გამორიცხული არ არის ამ პერიოდში საჭირო გახდეს ყავარჯნების გამოყენებაც (ჩატარებული ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე).
სხვა დეტალების დაზუსტებისათვის საჭიროა მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან, უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს პოდაგრის ოპერაცის ფასი
პასუხი: